მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

ასი პროცენტით დაცულობის განცდა არ ჰქონდათ, ამას შს სამინისტროსა და სახელმწიფოს ვერ დავაბრალებთ - თამარ ჩუგოშვილი ლგბტ პირებზე

18:30 05-17-2018
92

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ შს სამინისტრომ გუშინ, საჯაროდ მისცა გარანტიები ყველას, რომ ნებისმიერი პირის გამოხატვის უფლებას სრულად დაიცავდა. განცდა, რომ შესაძლოა ასე არ მომხდარიყო, სახელმწიფოს ბრალი არ არის.

„მესმის, რომ ამ თემის წევრებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ აქცია სხვა ფაქტორების გამო აღარ ჩაეტარებინათ. მათ ასი პროცენტით დაცულობის განცდა არ ჰქონდათ, რადგან სხვადასხვა აქციებიც იმართებოდა. ამას შს სამინისტროსა და სახელმწიფოს ვერ დავაბრალებთ. სახელმწიფოსგან ყველა ჯგუფს გარანტიები ჰქონდა, რომ გამოხატვის უფლება სრულად დაცული იქნებოდა და ხელისუფლების როლი სწორედ ეს არის, რასაც შეასრულებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გარანტიები გუშინ საჯაროდ იქნა მიცემული, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად აღიქმება მიცემული პირობა სრულად და შეიძლება მათ გარკვეული ეჭვი და შიშები დარჩათ. შსს-სა და სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რათა მათ გამოხატვის თავისუფლება ჰქონოდათ. მათ გადაწყვიტეს, რომ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით საფრთხე მაინც არსებობდა, ეს მათი გადაწყვეტილებაა. შეკრებასა და დაშლას ვერავის დავაძალებთ" – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ავტორი: ნინო რაზმაძე