რა წესების დაცვა მოუწევს სამეფო ოჯახში მეგან მარკლის ქორწინების შემდეგ

18:22 05-17-2018
1262

2018 წლის 19 მაისს, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, გაიმართება სამეფო ქორწილი და მეგან მარკლი, სამეფო ოჯახის ოფიციალური წევრი გახდება. 

რა წესების დაცვა მოუწევს სამეფო ოჯახში, ამერიკელ მსახიობს, პრინც ჰარის მომავალ მეუღლეს, მეგან მარკლის ქორწინების შემდეგ. 

მეუღლის სტატუსი, ნიშნავს, რომ მეგანს ძველი წეს-ჩვეულებებისგან თავის შეკავება მოუწევს -  შედგინეს სია,  სადაც ნაჩვენებია, თუ რა წესების დაცვა მოუწევს მეგანს, ქორწილის შემდეგ: 

ეკრძალება, გადაიღოს სელფი! - სამეფო ოჯახის წევრს, არ აქვს უფლება, ატვირთოს ფოტო, რომელიც კომპრომანტს გამოიწვევს  -  განსაკუთრებით, ალკოჰოლური სასმელით ხელში! 

ეკრძალება, მარტო სიარული! - როგორც ყველა, სამეფო ოჯახის წევრი, მეგანი, ყველგან პირადი დაცვის წევრთან ერთად ივლის.

ეკრძალება, ავტოგრაფის მიცემა! - ექნება მხოლოდ ოფიციალური ხელმომწერები! 

ეკრძალება, სოციალურ ქსელთან კონტაქტი! - მეგანის ყველა ინფორმაცია, მხოლოდ კენსინგტონის სასახლის გვერდიდან გავრცელდება.

ეკრძალება, პირადი გრძნობების გამჟღავნება! - მეგანმა და ჰარიმ, მათი ჯვრიწერის ერთ-ერთ ფოტოს,  დიდი ბრიტანეთის სამეფო  წყვილის, ყველაზე ინტიმური ფოტო უწოდეს. 

ეკრძალება, ხმის მიცემა! - მონარქიის წევრებს, არჩევნებში, ხმის მიცემის უფლება არ აქვთ. 

ეკრძალება,  ფრჩხილის ლაქის მუქი ფერის ხმარება - დაშვებულია, მხოლოდ ღია ფერი.

მიუღებელია, თუნდაც ხუმრობით, ენის გამოყოფა! - მეგანმა, ეს წესი, ცოტა ხნის წინ დაარღვია. 

მიუღებელია, 8 სიტყვის წარმოთქმა! - სამეფო ოჯახს, შედგენილი აქვს "შავი სია", სადაც ნაჩვენებია, რომელი სიტყვის ხმარება არის მიუღებელი: "სუნამო", "სასტუმრო ოთახი", "დივანი", "მამა", "ბრწყინვალე", "შიდა კარი", "გთხოვთ მაპატიეთ", და "ტუალეტი".

ეკრძალება სამოდელო ჩვენებებზე დასწრება! მხოლოდ ოფიციალური მიღებები! 

ეკრძალება, ფეხის ფეხზე გადადება - სამეფო ოჯახის წევრებისთვის, ამ პოზაში ჯდომა მიუღებელია. 

ეკრძალება, დედოფალზე ადრე დასაძინებლად წასვლა - სავარაუდოდ, ეს მხოლოდ მაშინ, როცა მეგანი, დედოფალთან დარჩება სასახლეში. 

მიუღებელია, მონოპოლია! - 2008 წელს, მეგანს მონარქებმა, "ყველაზე უზნეო" ადამიანი უწოდეს. 

 ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად მისაღებია, აკრძალული წესები დედოფლისთვის.

შეგახსენებთ, რომ სამეფო ოჯახის ქორწილის ცერემონია, 19 მაისს, შაბათს 13:30 წუთზე დაიწყება,  რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. 

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი: 

  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე