მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, კიდევ რამდენიმე "ქართული მარშისა" და „ქართული მისიის" წევრი დააკავეს

17:38 05-17-2018
100

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, კიდევ რამდენიმე "ქართული მარშისა" და „ქართული მისიის" წევრი დააკავეს.

შსს-ს ზუსტი ინფორმაცია, დაკავებული პირების რაოდენობა, არ აქვს, თუმცა "პრაიმტაიმს" განუმარტეს, რომ პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით დააკავეს.

"ქართული მარშის" რამდენიმე წევრი ცოტა ხნის სამართალდამცავებმა გამოკითხვაზე უკვე გადაიყვანეს.

მარშისა და მისიის წევრები პარლამენტთან აქციის ჩატარებას მაინც გეგმავდნენ, რადგან ლგბტ მხარდამჭერებმა გუშინ, სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მათგანი კანცელარიასთან მისვლას 19:00-ზე მაინც გეგმავს.

საქართველოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღედ 2014 წელს დააწესა.

მართლმადიდებელი ეკლესია, საპატრიარქოს ინიციატივით, ამ დღეს მსვლელობით აღნიშნავს. მრევლმა ვარდების მოედნიდან ჯერ ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, მოგვიანებით კი, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მსვლელობაში მონაწილე ადამიანები სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა და აკურთხა.

17მაისი ასევე ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ლგბტ აქტივისტები აქციის ჩატარებას გეგმავდნენ, თუმცა გუშინ საღამოს განაცხადეს, რომ მშვიდობიანი დემონსტრაცია აღარ გაიმართება, რადგან თავს დაცულად ვერ გრძნობენ.

ამასთან, ლგბტ თემის წინააღმდეგ მათთან დაპირისპირებული მხარეები და მათ შორის, "ქართული მარშისა" და „ქართული მისიის“ წევრები მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებდნენ.

ავტორი: ნინო რაზმაძე