მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

გამოიკვეთება სხვა დამნაშავე, გამოიძიებენ ვინ, ვის, როდის მიაყენა დაზიანება - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი

17:13 05-17-2018
97

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი იკითხება.

მას ბრალად ორი არასრულწლოვნის ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედება.

ამ დრომდე ბრალდებულები არცერთ სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან.

სასამართლო პროცესები დახურულია. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, ინგა შარაშენიძემ განაცხადა, ბრალდებული სიმართლეს მოყვება, რის მიხედვითაც საქმეში სხვა დამნაშავე გამოიკვეთება:

"დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა, სასამართლოს სრული სიმართლე უთხრას, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს. რა თქმა უნდა, ისაუბრებს იმ ახალ გარემოებებზე, რომელზეც გამოძიება გაგრძელდება და ძალიან ბევრი გარემოება დადგინდება, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე, ასევე სხვა პირზე. ძალიან ცუდი სათქმელია, მაგრამ მის მიერ მიცემული ჩვენებით ბევრი რამ დადგინდება და გამოძიება გაგრძელდება, რომელიც პროკურატურას გამოყოფილი აქვს. გამოიკვეთება სხვა დამნაშავე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მიცემული ჩვენება გამოძიების დაწყების საფუძველი არ გახდება, მაგრამ გამოყოფილ გამოძიებაში გაგრძელდება თუ ვინ, ვის, როდის მიაყენა დაზიანება და რა მოხდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან", - განაცხადა ინგა შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე, ხოლო მეორე, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ავტორი: ნინო რაზმაძე