მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

"ერთსექსიანთა ქორწინებას არ ვებრძვი ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ - მე მხოლოდ მათ მიერ ბავშვების შვილად აყვანის წინააღმდეგი ვარ" - ალენ დელონი

16:08 05-17-2018
2712

რამდენიმე ხნის წინ, ლიბერალებმა, მემარცხენეებმა და უმცირესობის წარმომადგენლებმა, ალენ დელონის წინააღმდეგ, კამპანია წამოიწყეს. მსოფლიო კინოს კლასიკოსს, შვეიცარულ ფრანგულენოვან გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუს გამო, დაუპირისპირდნენ.

„ორმოცი წელია, დე გოლისტი ვარ და ვიცი, რომ ფეხი, დროსაც უნდა ავუწყო. თუმცა, იყო დე გოლისტი, ოლანდის სამყაროში, შეუძლებელია. ერთსექსიანთა ქორწინებას, არ ვებრძვი, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. მე მხოლოდ, მათ მიერ, ბავშვების, შვილად აყვანის წინააღმდეგი ვარ. ახლა ვიცი, მეტყვიან, ადაპტაცია გაკლია და ცხოვრებას ფეხს ვერ უწყობო. რას იზამ, ცუდი ურთიერთობა მაქვს, ჩვენს ეპოქასთან, რომელიც ყველაფერ არაბუნებრივს, ცხოვრების ნორმად ამკვიდრებს. მეძახონ ბებერი სულელი, მაინც ვიტყვი, რომ ასეთი ნორმა, შოკში მაგდებს“, - აცხადებს ინტერვიუში ალენ დელონი.

საქმე ისაა, რომ მოსაზრებების გამო, მას საკუთარი შვილიც კი, დაუპირისპირდა და მამის გამონათქვამს, "აღმაშფოთებელი" უწოდა.

"მის საფრანგეთის“ ჟიურის უცვლელი თავმჯდომარე, "ტოლერანტობის პრინციპების მიმდევრებმა", თანამდებობას ჩამოაცილეს, თუმცა ისინი ამით, არ კმაყოფილდებიან და მას კინოსტუდიის, „საპატიო ლეგიონის“ ორდენისა და „ცეზარის“ პრემიის ჩამორთმევითაც კი ემუქრებიან.

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე