მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

"კაცი- კაცი და ქალი ქალი ცოტა არატრადიციულია..." - გოჩა ძოწენიძე

12:19 05-17-2018
74
თეგები: 17 მაისი

ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლის "გიორგობა" ხელმძღვანელი გოჩა ძოწენიძე 17 მაისის მსვლელობაში თავის მოსწავლეებთან ერთად იღებს მონაწილეობას.

"ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს აღვნიშნავთ, ოჯახის სიწმიდის დღეს აღვნიშნავთ, საქართველოში მინდა ტრადიციებს მიყვეს ქართველი ერი და ქართული ოჯახები შეიქმნას. ოჯახის სიწმიდეზე როცა ვლაპარაკობთ, თავისთავად იგულისხმება, რომ  ლგბტ მოვლენის წინააღმდეგი ვართ. ხალხის არა, მოვლენის. კაცი კაცი და ქალი ქალი ცოტა არატრადიციულია" - განუცხადა "პრაიმტაიმს" ანსამბლის ხელმძღვანელმა.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ოჯახის სიწმიდის და სიმტკიცის  დღეს აღნიშნავს. მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყება და სამების საკთედრო ტაძარში დასრულდება, სადაც პატრიარქი მსვლელობაში მონაწილეებს სალოცავს.

 

ნინო რაზმაძე