მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

მტკვარზე არის სრული კატასტროფა, რამდენიმე ნავსადგომია დარჩენილი, სადაც რესტორნები და სისულეები აქვთ გაკეთებული - კახა კალაძე

19:51 05-16-2018
559

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მტკვარზე ამჟამად კატასტროფული ვითარებაა. მისი თქმით, მერია ვითარების გამოსასწორებლად მუშაობს. ამის შესახებ მერი სტუდენტებს ესაუბრა.

„მტკვარს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა არა იმ ფორმით, რაც დღეს ხდება. დღეს მტკვარზე არის სრული კატასტროფა. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და შესაძლოა ვიღაცას მოსწონდეს, მაგრამ, რომ შეხედავ ადამიანი, არ გესიამოვნება. დადიან ხელნაკეთი გემები და არ ვიცი რამდენად დაცულია მათი უსაფრთხოება. თუ იქნება პროექტი, რომ თანამედროვე რაღაც გაკეთდეს მტკვარზე, მერიის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა არქიტექტურული და ნებართვების თვალსაზრისით. მიმდინარეობდა რამდენიმე პროექტის განხორციელება, რომელიც სრული სიმახინჯე იყო. მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა, რომ დემონტაჟი განახორციელოს. კიდევ არის რამდენიმე ნავსადგომი დარჩენილი, სადაც რესტორნები და სისულეები აქვთ გაკეთებული, რომელიც ამახინჯებს ძველ თბილისს და იმ არეალს, რომელიც საუკეთესოა ჩვენი ქალაქისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

ავტორი: ნინო რაზმაძე