განათლების მინისტრი გლობალური საგანმანათლებლო ქსელის პრეზიდენტს შეხვდა

18:22 05-16-2018
10

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, გლობალური საგანმანათლებლო ქსელის SABIS®-ის დელეგაციასთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა.

SABIS® -ის დელეგაცია საქართველოში პრეზიდენტის, კარლ ბისტანის ხელმძღვანელობით იმყოფება, რომელმაც მინისტრს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების კონცეფცია გააცნო, რომლის გახსნასაც საქართველოში გეგმავენ. თავის მხრივ, მინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან საინტერესოა ის მეთოდოლოგია თუ ინოვაციური ტექნოლოგიები, რომელის საშუალებითაც SABIS® -ის  სკოლებში სწავლება ხორციელდება. შესაბამისად,   მინისტრი მიესალმება ორგანიზაციის დაინტერესებას, საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულების გახსნასთან დაკავშირებით.

SABIS®, გლობალურ საგანმანათლებლო ქსელს წარმოადგენს, რომელიც ხუთ კონტინენტზე, მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი.  SABIS®   ქსელში არსებული სკოლები, განათლებით 70,000-ზე მეტ სტუდენტს უზრუნველყოფენ, ამასთან ნერგავენ გამოცდილ და დაპატენტებულ სისტემას.

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი