მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

სტეფანეს სკანდალურ კლიპზე ჯიჯი რეჯინი კომენტარს აკეთებს - „მიხარია კიდეც პლაგიატობას რომ მაბრალებენ“ - exclusive

17:16 05-16-2018
1248

სტეფანეს ახალ კლიპს სიმღერაზე „შენთან მოვდივარ“ სკანდალი მოჰყვა. სტეფანეს პლაგიატობაში სდებენ ბრალს, რადგან მომღერლის ახალი ვიდეო რგოლი ძალიან ჰგავს  დანიური მუსიკალური ბენდის WhoMadeWho - ის კლიპს. სკანდალიც აქედან დაიწყო.

ჩვენ სტეფანეს დავუკავშირდით. მან კლიპის რეჟისორთან, ჯიჯი რეჯინთან გადაგვამისამართა.

ჯიჯი რეჯინი:

- პირველ რიგში ვფიქრობ, რომ მართლა ურიგოა ვისაუბროთ პლაგიატობაზე, რადგან ეს მცნება ზოგადად ნელ-ნელა კარგავს აზრს. მაგრამ, ნუ მესმის და სადღაც მიხარია კიდეც, რომ ამ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, პლაგიატობას რომ მაბრალებენ. მაგრამ მაინც თუ ვილაპარაკებთ პლაგიატზე, მინდა აღვნიშნო რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი. ბოლო წლების განმავლობაში მე ვცდილობ ჩემს ნამუშევრებში ჩავრთო სოციალური გმირები - ვცდილობ მოვიწვიო გადაღებეზე და ჩავრთო პროექტებში ასაკოვანი ხალხი. სოციალურ რეალიზმში არსებულ გმირებთან არაერთი პროექტი მაქვს გაკეთებული ბევრი უცხოური პრესსისთვის. რადგან ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს კოლაბორაცია თემებსა და ადამიანებს შორის. ამ შემთხვევაშიც არ გავაკეთე გამონაკლისი და მოვიწვიე არაჩვეულებრივი ადამიანები კათარზისიდან, რომლებთანაც ძალიან მესიამოვნა მუშაობა და აუცილებლად გავაგრძელებ მათთან თანამშრომლობას.

- როგორ მოხდა, რომ ეს ორი კლიპი ძალიან ჰგავს ერთმანეთს?

- ჩვენ თუ დავიწყებთ ვიდეოს გაანალიზებას, მივხდებით რომ სიუჟეტები არის აბსოლოტურად განსხვავებული ერთმანეთისგან. თუმცა, რა თქმა უნდა განსხვავებულ აზრს აქვს არსებობის უფლება. სულ რომ არ შევეხოთ სიუჟეტს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩემი ნამუშევარი არის  მსუბუქი სექსუალურობით და მშვიდი სილამაზით სავსე. ვიდეოში ჭარბობს ის კონკრეტული ესთეტიკა, რომელიც მივიღეთ მსახიობების დახმარებით. ასევე ოპერატორის, სტილისტის და ა შ. და იმ ნამუშევარში რომელსაც ადარებთ, არის აბსოლიტურად საწინააღმდეგო ესტეთიკა. ძალიან აგრესიული და ძლიერი. და რა დაგვრჩა? ის რომ ორი გოგო იხდის და რჩება  ხორცისფერ საცვლებში? თუ ის, რომ მაყურებელი ჰყავს ამ ყველა სცენას? მე ვურჩევ მაყურებელს კიდევ ერთხელ ნახოს ვიდეო და ისიამოვნოს ლამაზი სხეულებით, ხალხით, მუსიკით და ჩვენი ერთობლივი ნამუშევრით. 

- დანიური ჯგუფის კლიპი ნანახი არ გქონდათ მანამდე?

- რა თქმა უნდა, მქონდა და სადღაც მიხარია კიდეც რომ ჩემი კლიპი სწორედ მათ ვიდეორგოლს მიამსგავსეს და არა „დესპასიტოს“ კლიპს.

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი