დღისითაც აკავებენ ნარკორეალიზატორებს და გავაჩეროთ ყველაფერი?!..." - კახა კალაძე

16:45 05-16-2018
93

თბილისის მერი კახა კალაძე თვლის, რომ ღამის ეკონომიკის განვითარებასთან ნარკოტიკებს არანაირი შეხება არ აქვს და საერთოდ კავშირში არ არის.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ბოლო დღეების განმავლობაში არასწორი ინტერპრეტაციები და სპეკულირებაა, რასაც ნამდვილად ვერ დავეთანხმები. გულწრფელად გეტყვით, რომ ღამის ეკონომიკის განვითარებასთან ნარკოტიკებს არანაირი შეხება არ აქვს და საერთოდ კავშირში არ არის. ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება ნარკომომხმარებლების მიმართ. კი არ უნდა დავსაჯოთ და გავაუბედუროთ, პირიქით, ჩვენი პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ახალგაზრდები დავიცვათ ნარკოტიკებისგან“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, შეაფერხებს თუ არა ჩატარებლი სპეცოპერაცია საკლუბო ცხოვრებას და ცუდად იმოქმედებს ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, კალაძემ განაცხადა, რომ "დღისითაც აკავებენ ნარკორეალიზატორებს და ეს მოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე? გავაჩეროთ ყველაფერი?".