ანა სუბელიანის მიმართ სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

15:02 05-16-2018
326

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, "არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის" წარმომადგენლის, ანა სუბელიანის მიმართ სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც "პრაიმტაიმს" შსს-დან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო სუბელიანის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე