"უნდა ველოდოთ არა იმას, როდის გარდაიქმნება პრეზიდენტი პუტინი..." - დავით ბაქრაძე ქართველი პოლიტიკოსების მოსკოვში ვიზიტზე

14:55 05-16-2018
18

"ჩვენი გზა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე ჩვენი უცხოელი პარტნიორების მაქსიმალურ ჩართულობაზე, დეოკუპაციაზე და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებში მონაწილობაზე გადის", ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე ქართველი პოლიტიკოსების მოსკოვში ვიზიტებთან და პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებს.

"რა თქმა უნდა შეიძლება ვინატროთ და ვიოცნებოთ იმაზე, თუ როდის შეიცვლება პრეზიდენტი პუტინი და როდის ეცდება ის მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას, მაგრამ ჩვენი გზა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე ჩვენი უცხოელი პარტნიორების მაქსიმალურ ჩართულობაზე, დეოკუპაციაზე და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებში მონაწილობაზე გადის. სამწუხაროდ ეს გახლავთ ყველა ის მიმართულება, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს შესუსტდა, ამიტომ რა თქმა უნდა მთავარი გახლავთ ის, რომ უნდა ვიყოთ მშვიდი, დავიცვათ მშვიდობა და არ მივცეთ რუსეთს პროვოცირების საშუალება, მაგრამ ამის პარალელურად უნდა ველოდოთ არა იმას, როდის გარდაიქმნება პრეზიდენტი პუტინი, არამედ მაქსიმალურად გამოვიყენოთ საერთაშორისო მექანიზმები და ბერკეტები რუსეთზე ზეწოლისთვის, რაც სამწუხაროდ დღეს არ კეთდება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.