მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

კრისტენ სტიუარტმა პროტესტის ნიშნად კანის წითელ ხალიჩაზე ფეხშიშველმა გაიარა

11:53 05-16-2018
650

კრისტენ სტიუარტმა კანის 71-ე კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე მოულოდნელად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები გაიხადა და ფეხშიშველმა აიარა კიბეები. ამგვარი საქციელით სტიუარტმა პროტესტი გამოთქვა კანის წითელი ხალიჩის წესის მიმართ, რომელიც ქალებს მხოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ტარებს ავალდებულებს. 

 

"არ შეიძლება ქალს აიძულოთ იმის გაკეთება, რასაც მამაკაცებს არ აიძულებთ. მე მესმის რატომ ატარებენ მამაკაცები შავ კოსტიუმს, მაგრამ ქალებსაც უნდა მისცეთ საშუალება მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე იარონ" - ამბობს სტიუარტი.