მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიერ გამოთქმული მუქარის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო

23:53 05-15-2018
143

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 13 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ორგანიზაციასაქართველოს ეროვნული ერთობისმიერ, აქციის მიმდინარეობისას გამოთქმული მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151- მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

სამართალდამცველები გამოძიების ფარგლებში მოახდენენ კონკრეტული პირების გამოკითხვას და ჩატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება.



ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი