მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

exclusive "ეს არის თავდასხმა შემოქმედებით სივრცეზე..."- მწერალი ახალ საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებს

21:23 05-15-2018
110

მწერალი თეონა დოლენჯაშვილი თვლის, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც სასამართლოს შესაძლოა მიენიჭოს უფლება - განიხილოს შემოქმედებითი სახის ნაწარმოებების აკრძალვის საკითხები, თუ იგი ლახავს ვინმეს უფლებას, შემოქმიდებით ადამიანებზე თავდასხმაა.

ამის შესახებ, მწერალმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა.

„ჩემი პოზიცია, როგორც მწერლის არის ცალსახად უარყოფითი. უბრალოდ თავდასხმაა თავისუფალი შემოქმედებით სივრცეზე. ძალიან რთული გასარკვევია, სად ილახება და სად არის ზღვარი, როდესაც ვინმეს ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი  უფლება ილახება.  ვინ ადგენს ამ ზღვარს?! მოსამართლე?! ანუ კონკრეტული მოსამართლე გადაწყვეტს, სად ირღვევა ვინმეს უფლება?! თუ როგორ! ამით კონკრეტულად, როგორც მწერლის, ჩემი უფლებები ირღვევა. ამას ცალსახად აღვიქვამ, როგორც ცენზურა და როგორც სახელმწიფოს ცენზურას, ამ შემთხვევაში. ჩემთვის ძალიან გაუგებარი არის. მართლა გაოგნებული ვარ, ვცდილობ ჩავწვდე ამ ყველაფრის მიზანს. ახლაა ვწერ, რომანს „სირიის ომზე“ სადაც შეიძლება იქ, რომელიღაც ტერორისტმა ჩათვალოს, რომ მისი უფლება შეილახა და მიჩივლოს. აფსურდი არის აფსოლუტრი, მე ვერ ვხდები სად გადის ზღვარი ამ უფლებებს შორის“ - განაცხადა დოლენჯაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც სასამართლოს ენიჭება შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვის შესაძლებლობა, თუ ის აღვივებს შუღლს და შეურაცხყოფს საზოგადოების გრძნობებს რელიგიურ, ეთნიკურ თუ რაიმე სხვა საფუძვლით, ან შეიცავს პორნოგრაფიულ შინაარს.

 

ავტორი: სესე კოპალეიშვილი