მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მუშაობას ვიწყებთ - პრემიერი

16:20 05-15-2018
51

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის შესახებ საგანგებო ბრიფინგი გამართა. მან ამ კუთხით განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა:

"გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა ქვეყანაში ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა გახდეს. ჩვენ მუშაობას უკვე დღეიდან ვიწყებთ, რათა უმოკლეს პერიოდში არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება მოხდეს, მხედველობაში მაქვს სპორტული ინფრასტრუქტურა. ეს ხელმისაწვდომი უნდა იყოს მთლიანად მოსახლეობისთვის, მათ შორის ეკონომიკურად შეჭირვებული ფენებისთვის. შემუშავებული იქნება მართვის სპეციალური პოლიტიკა, ეს იქნება, როგორც სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ასევე სოციალური კუთხით მიმართული პოლიტიკა. სპეციალურ ნაბიჯებში ვგულისხმობ იმას, რომ დღეიდან ერთი თვის მანძილზე, ეს არ იქნება გრძელვადიანი, დროში გაწელილი სტრატეგია, უმოკლეს ვადებში მოხდება შეფასება. დაიდება გეგმა, თუ რა გვჭირდება. სექტემბრიდან დაწყებული, როდესაც მომავალი წლის ბიუჯეტზე გადავალთ, შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების პრიორიტეტიდან გამომდინარე, თვისობრივად სხვა დონეზე აისახება ეს სახელმწიფო ბიუჯეტში" – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, სპორტული აქტივობების მაჩვენებელი საქართველოში საშუალო ევროპული მაჩვენებლის ნახევარიც კი არის და მთავარი მიზანი სწორედ ევროპულ მაჩვენებელთან მიახლოებაა:

„ეს მაჩვენებელი დღეიდან სამი წლის განმავლობაში უნდა გავაორმაგოთ და მივუახლოვოთ ევროპულ მაჩვენებელს. ეს არის ჩვენი გეგმა. ქვეყანაში შეიქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოხდება ბიუჯეტში გათვალისწინება არა მხოლოდ კაპიტალური დანახარჯების კუთხით, რომ შეიქმნას ინფრასტრუქტურა, არამედ დანახარჯების კუთხით სოციალურ მუხლებში, რომ შესაძლებელი იყოს ადამიანებისთვის ამ ინფრასტრუქტურით სარგებლობა. უახლოეს დღეებში სამუშაო ჯგუფის ფორმატში იქნება მუშაობა. ზოგიერთ უწყებას ბევრი აქვს ნამუშევარი. მერიაში არის გარკვეული სამუშაო ჩატარებული. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები ნამუშევარი არიან. სამინისტროების კუთხითაც არსებობს გარკვეული სამუშაოა. ჩვენი მიზანია, რომ მართვის ერთიანი მოდელი ჩამოვაყალიბოთ, ერთიანი კონცეფცია, როგორ უნდა იმართოს ეს ინფრასტრუქტურა. დღეს ძალიან გაბნეულია ეს ყველაფერი. 80% ინფრასტრუქტურის სახელმწიფოს ხელშია, მხოლოდ 20%-ია კერძო. მოდელზეც უნდა ჩამოვყალიბდეთ" - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ცნობადი ადამიანების ჩართულობას ამ წესის დანერგვაში:

„ყოველ შაბათ-კვირას უნდა იყოს აქტივობები. ბიზნესის, საქმიანი წრეების ჩართულობა ამ გეგმის განხორციელებაში, უკიდურესად მნიშვნელოვანია. მომავალ დღეებში, ამ კონკრეტული გეგმის განვითარების ნაბიჯების შესახებ გაცნობებთ" - დასძინა პრმიერმა.

 

ავტორი: ნინო რაზმაძე