მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

აგვისტოს ომის საქმეზე ბოლო და ღია განხილვა, 23 მაისს, სტრასბურგში, ევროპული სასამართლოს წინაშე გაიმართება

13:07 05-15-2018
24

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე ბოლო და ღია განხილვა, 23 მაისს, სტრასბურგში, ევროპული სასამართლოს წინაშე გაიმართება, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია:

„23 მაისს გვაქვს მნიშვნელოვანი დღე მთელ ქვეყანას. მინდა, მედიას და თითოეულ თქვენგანს ვთხოვო მაქსიმალური ყურადღება, რადგან თავად თემა არის საყურადღებო – 23 მაისს სტრასბურგში ევროპული სასამართლოს წინაშე იმართება ბოლო და ღია განხილვა საქმისა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც არის აგვისტოს ომის საქმე.

23 მაისს გადაწყვეტილება არ ცხადდება, მაგრამ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება, რომელიც წლის ბოლომდე, ჩემი ვარაუდით, უნდა გამოცხადდეს, იყოს საქართველოსთვის სასიკეთო, ჩვენი სამომავლო სამართლებრივი დავებისთვის სასიკეთო, რომ იყო რეალობის და ჭეშმარიტების შესაბამისი, აუცილებელია, 23-მმა მაისმა ჩვენი ქვეყნისთვის წამატებით ჩაიაროს. იუსტიციის სამინისტრომ ტიტანური შრომა გაწია 2013 წლიდან დღემდე ამ საქმეზე, ჩვენს სხვა კოლეგა უწყებებთან ერთად. პირველ რიგში, სამართალდამცველმა ბლოკმა ჩვენი მთავრობის – იქნება ეს პროკურატურა, შსს, სუს-ი თუ თავდაცვის სამინისტრო, რომლებმაც შევძელით მტკიცებულებების მოპოვების კუთხით პრაქტიკულად შეუძლებელი და რამდენიმე კომპონენტში ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და დახმარების შედეგად საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ამ გუნდური მუშაობის შედეგი იქნება 23 მაისს, აბსოლუტურად გამართლებული პოზიცია, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები დაიცავენ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე“ – განაცხადა წულუკიანმა.

ავტორი: ნინო რაზმაძე