მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

„კომპლიმენტი ბუბა კიკაბიძეს რომ მამსგავსებენ“ - საბა კემულარია - EXCLUSIVE

11:47 05-15-2018
704

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან საბა კემულარიასთან, რომელიც „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა.

– საბა, რესტორანი ვახსენეთ და აქვე გკითხავ, რას იტყვი რესტორნის მსმენელის კულტურაზე...

– ჩვენ სადაც ვმღერით, უფრო სალონური სიტუაციაა. არ მიმაჩნია ცუდ ტონად იქ მღერა. ჩვენთან ქართველებიც შემოდიან, მაგრამ ძირითადი მაყურებლები მაინც უცხოელი ტურისტები არიან, დიპლომატები. გვსიამოვნებს, ქართულ ქალაქურ სიმღერებს რომ ვაცნობთ უცხოელებს.

– არ უთქვამთ შენთვის, რომ შენი ხმა ბუბა კიკაბიძის ხმას აგონებთ?

– (იცინის) რამდენიმემ მითხრა, კი. სასიხარულოა ეს, ბატონი ბუბა დიდი არტისტია ჩემთვის და არამხოლოდ ჩემთვის. ასე რომ, კომპლიმენტია ეს ჩემთვის. ზოგადად, არ არის კარგი, როცა ვინმესთან გაიგივებენ. ინდივიდუალიზმი მთავარია მომღერლისთვის. მიმბაძველი არ უნდა იყო. 

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი