ნარკორეალიზაციაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი - „სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო ობიექტური“

18:05 05-14-2018
42

ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ რვავე პირს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ერთ-ერთი ბრალდებულის, თორნიკე ჩუტკელაშვილის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო ობიექტური.

„მოსამართლეს შეეძლო ობიექტურად მიეღო გადაწყვეტილება, უშაულოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე, გირაოს სახით. მე რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. მე აუცილებლად გავეცნობი იმ განჩინებას, რომელიც იქნება დასაბუთებული, თუ რის საფუძველზე შეუფარდა ყველაზე მძიმე აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა და ამის შემდგომ უკვე მეცოდინება რამდენად კიდე უფრო ობიექტური იყო დღევანდელი სასამართლო. ჩემი პირველადი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არ იყო ობიექტური“, - განაცხადა ფანცულაიამ.

ავტორი: სესე კოპალეიშვილი