მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

ევროვიზია 2018 ისრაელის წარმომადგენელმა მოიგო

13:44 05-13-2018
117
თეგები: ევროვიზია

ევროვიზია 2018-ის გამარჯვებული ისრაელის წარმომადგენელი 25 წლის ნეტა ბარზი-ლაი გახდა. ​მან ფინალში ცნობილი ებრაელი კომპოზიტორის, დორონ მედალის მიერ დაწერილი სიმღერა: "სათამაშო" შეასრულა.

მეორე ადგილზე კვიპროსელი მომღერალი ელენი ფურეირა, ხოლო მესამე ადგილზე კი, ქულების რაოდენობით, ავსტრიელი მომღერალი გავიდა.

საქართველოს წარმომადგენელი ეთნო ჯაზ-ბენდი „ირიაო“ ფინალში ვერ გადავიდა. „ირიაომ“ მეორე ნახევარფინალში „შენი გულისთვის" შეასრულა.

ევროვიზია 2018-ის ფინალში მაყურებლის წინაშე წარდგნენ: სერბეთი, მოლდოვა, უნგრეთი, უკრაინა, შვედეთი, ავსტრალია, ნორვეგია, დანია, სლოვენია და ჰოლანდია, ავსტრია, ესტონეთი, კვიპროსი, ლიტვა, ისრაელი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი და ირლანდია. ნახევარფინალების მეშვეობით შერჩეულ ამ ქვეყნებს შეუერთდნენ დიდი ხუთეულის ქვეყნები – დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი, ასევე წინა წლის გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენელი – ამ შემთხვევაში, პორტუგალია.

ევროვიზია 2018-ს პორტუგალიის დედაქალაქი მასპინძლობდა. 

რაც შეეხება მომავალ ევროვიზიას, ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ევროვიზია 2019 იერუსალიმში ჩატარდება. 

ავტორი: ნინო რაზმაძე