მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

თამარ კორძახია: "8 ადამიანის დაკავებას მსგავსი ტიპის სპეცოპერაციები არ სჭირდება"

15:59 05-12-2018
148

„ასეთი სპეცოპერაციები ტარდება ტერორისტების წინააღმდეგ და გუშინ, რაც მოხდა, ეს იყო სწორედაც რომ ძალის დემონსტრირება,“ - ასე აფასებს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას.

„8 ადამიანის დაკავებას მსგავსი ტიპის სპეცოპერაციები არ სჭირდება. ასეთი სპეცოპერაციები ტარდება ტერორისტების წინააღმდეგ და გუშინ, რაც მოხდა, ეს იყო სწორედაც რომ ძალის დემონსტრირება და ეს დაემთხვა სწორედ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში და ამას მოჰყვება საპასუხო რეაქცია იმიტომ, რომ არცერთი ადამიანი საქართველოში უკვე ამ მეთოდებს არ მიიღებს, დასრულდა საბჭოთა მეთოდებით მმართველობა ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა კორძახიამ.