ლევან გორგაძე იაპონიისა და საქართველოს მორაგბეთა გუნდების ტესტშეხვედრის კეთილი ნების ელჩი იქნება

22:09 05-11-2018
56

იაპონიის რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ იაპონიისა და საქართველოს მორაგბეთა გუნდების ტესტშეხვედრის კეთილი ნების ელჩი ლევან გორგაძე იქნება. თამაში 23 ივნისს ჩატარდება.

იაპონიისა და საქართველოს მორაგბეთა გუნდების ტესტმატჩი 6-წლიანი პაუზის შემდეგ ჩატარდება და

ურთიერთშეხვედრებში იაპონია საქართველოს 4:1- უგებს.

„თუკი იაპონიაში ჩემი ქვეყნის შესახებ რაგბის დახმარებით კიდევ უფრო მეტს გაიგებენ, მე ბედნიერი ვიქნები“,-  განაცხადა ტოჩინოშინიმ და დასძინა, რომ მისთვის უდიდესი პატივია, ამ მატჩზე იყოს პირველი და მეორე სამშობლოების წარმომადგენელი.

ლევან გორგაძე ამბობს, რომ დაპირისპირება ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან ორივე ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიერ 7 მაისს გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად იაპონიის გუნდი

11-, ხოლო საქართველოს ნაკრები 12- ადგილზეა.