მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

"საქართველოში სიღარიბე 2030 წლისთვის მნიშვნელოვნად შემცირდება..." - მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი

16:03 05-10-2018
628

"სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში 2030 წლისთვის მნიშვნელოვნად შემცირდება", - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა გადაცემაში "ქალების ნარატივი" განაცხადა. 

"ჩვენი მისიაა, რომ 2030 წლისათვის მივაღწიოთ წარმატებას სიღარიბის დაძლევის კუთხით. საქართველო შესანიშნავად ახერხებს სიღარიბის მაჩვენებელთან ბრძოლას. 20%-ზე ნაკლებია დღეს ეს მაჩვენებელი და თუ ეკონომიკა კვლავ განაგრძობს განვითარებას, 2030 წლისთვის შევძლებთ, რომ სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდეს და აღმოიფხვრას კიდეც. იმ ადამიანებმა, ვინც დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან, შესაძლებელია ყოველთვიურად მიიღონ შემოსავალი და დაძლიონ სიღარიბე. სწორედ ეს არის ჩვენი სამიზნე და მოქმედების სფერო, სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ, რომ შევქმნათ მდგრადი და ინკლუზიური ზრდა. აქცენტს ვაკეთებთ ადამიანური კაპიტალის ზრდაზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის წინააღმდეგობის უნარიანობის ზრდა. 

აუცილებელია ეს უნარები გამოიმუშავოს ქვეყანამ იმ ცვლილებების მიმართ, რომელიც ეკონომიკის სფეროში მოულოდნელად ხდება. ჩვენ ამის პრეცენდენტები გვაქვს, რამდენიმე კატასტროფა გადაიტანა ქვეყანამ, ომიც მათ შორის, შესაბამისად ასეთ ექსტრემალურ პირობებში უნდა გამოიმუშაოს საქართველომ წინააღმდეგობის უნარი და დაძლიოს სიღარიბე", - განაცხადა მერსი ტემბონიმ.