მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

თბილისის „დინამო“ 3 000 ლარით, ხოლო გორის „დილა“ 800 ლარით დაჯარიმდა

20:02 05-09-2018
39

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-9 ტურში გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს" მატჩის შემდგომ სტადიონზე მომხდარი ინციდენტის გამო, ორივე კლუბი დაისაჯა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.

საკითხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის მორიგი სხდომაზე განიხილეს. გადაწყვეტილება ოფიციალური პირების მოხსენებითი ბარათებისა და ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გაცნობის, ასევე კლუბების წარმომადგენელთა მოსმენის შემდეგ გამოიტანეს.

ფანების მიერ ტრიბუნის დაზიანების გამო „დინამო“ 3 000 ლარით, ერთი საშინაო მატჩის მაყურებლის გარეშე გამართვით და სეზონის ბოლომდე პირობითი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ხოლო „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ოთარ გაგნიძე კი გულშემატკივრების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის – 2 მატჩით და 500 ლარით. სასჯელი მასპინძელი გუნდის მიმართაც გამოიტანეს – „დილას“ 800 ლარის გადახდა მოუწევს.

ავტორი: ნინო რაზმაძე