მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

ხმაური უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან - ვიდეო

10:55 05-09-2018
693

ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი რუხაიასა და „სოციალისტური საქართველოს“ წარმომადგენელ გრიშა ონიანს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„კომუნისტური პარტიის“ წევრები უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან საბჭოთა კავშირის დროშებით და სტალინის სურათებით მივიდნენ, რასაც პროტესტი მოჰყვა. 

გიორგი რუხაიამ „კომუნისტური პარტიის“ ლიდერს გრიშა ონიანს და მის თანამოაზრეებს ქვეყნის გამყიდველები უწოდა.