მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

კიდევ ერთი სკანდალი სამეფო ოჯახში - პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ საქორწინო ცეკვისთვის სიმღერა შეარჩიეს (ვიდეორგოლი)

17:46 05-08-2018
1679

პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქორწილის ცერემონიამდე, რამდენიმე დღე დარჩა, რომელიც 19 მაისს, უინძორის სასახლის ტერიტორიაზე, წმ. გიორგის სახელობის ტაძარში, გაიმართება.  

სამეფო ოჯახის წარმომადგენლების ინფორმაციით, წყვილი, პირველ საქორწინო ცეკვას, უიტნი ჰიუსტონის სიმღერის - "I Wanna Dance With Somebodi"-ის ფონზე შეასრულებს. მეგან მარკლის თქმით, რომელიც მან, ინტერვიუს დროს განაცხადა, ეს სიმღერა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

ინსაიდერების ინფორმაციით, საქორწინო სიმღერების ფლეილისტი, საკმაოდ ენერგიული და სიცოცხლით სავსე იქნება. თუ წყვილი, ამ სიმღერას აირჩევს, სამეფო ოჯახის ტრადიციები, კიდევ ერთხელ დაირღვევა - სიმღერის მუსიკა, საკმაოდ რიტმულია, ვიდრე ლირიკული.

"მათ სურთ, რომ ქორწილი მხიარული და მათ გემოვნებაზე გათვლილი იყოს. არ აქვთ სურვილი, იყოს ისეთი, როგორიც აქამდე იყო მიღებული, სამეფო ოჯახში. 

შეგახსენებთ, რომ ქორწილის ცერემონიაზე, მეფე-პატარძლის საპატივცემლოდ, მათ საყვარელ ჰიტებს,  ლეგენდარული ჯგუფი, "Spice Girls"-ი, "Coldplay", მომღერალი ელტონ ჯონი და  სხვა ვარსკვლავები შეასრულებენ.  

იხ. ვიდეორგოლი: 

ავტორი: რუსა ღვანიძე