მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

"ნუ გავხდებით სხვა ქვეყნების დასაცინი, ყველას გაუხარდება ქართული ძიუდოს დასუსტება" - ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი)

19:29 05-07-2018
342

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ძიუდოს ფედერაციაში შექმნილ დაძაბულ ვითარებას, ვიდეო მიმართვით საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება. ლევან გორგაძის თქმით ჩვენი ქვეყანა არ უნდა გახდეს სხვა ქვეყნების დასაცინი და ქართული ძიუდოს წარუმატებლობა სხვა ქვეყნებს ძალიან გაახარებს

"მე ძიუდოისტი ვიყავი. მთხოვეს, რომ კომენტარი გამეკეთებინა ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებზე. ვერ დავიწყებ მტყუანისა და მართალის გარჩევას უბრალოდ ჩემი თხოვნა იქნება, მოუგვარებელი არაფერია, ნუ გავხდებით სხვა ქვეყნების დასაცინი, დამიჯერეთ, ყველას გაუხარდება ქართული ძიუდოს წარუმატებლობა, გუნდის დაშლა, რადგან მე ვთვლი დღეს ჩვენი ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. ამდენი წლების შრომას ნუ გავაფუჭებთ". - განაცხადა ლევან გორგაძემ

დღეს ძიუდოს ფედერაციის სპორტსმენთა ნაწილმა ფედერაციასთან აქცია გამართაისინი მოითხოვენ დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილისპორტსმენთა განცხადებითქევხიშვილი ვერ უმკლავდება ფედერაციაში არსებულ პრობლემებსასევე კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო გადაწყვეტილებებირომელიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელაძიუდოს ფედერაციაში ყრილობა 10 მაისს არის დანიშნულითუმცა ძიუდოისტები იმედოვნებენრომ ქევხიშვილი დაკავებულ თანამდებობას ყრილობის ჩატარებამდე დატოვებს.



ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი