მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

ჩვენ არც ერთი ნაბიჯით უკან არ ვიხევთ და ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის - ვარლამ ლიპარტელიანი

19:25 05-07-2018
39

 

ჩვენ არც ერთი ნაბიჯით უკან არ ვიხევთ და ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის, სანამ ქევხიშვილი დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს,- ამის შესახებ, ჟურნალისტებს ა ვარლამ ლიპარტელიანმა განუცხადა.

„ჩვენ არც ერთი ნაბიჯით უკან არ ვიხევთ და ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის, სანამ ქევხიშვილი დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს. ეს ორი დღე ჩვენ არ ვჩერდებით, შეხვედრა იქნება იმ ადამიანებთან, რაიმე გეგმა დაისახება თუ არა, ეტაპობრივად გეცნობებათ. რაც შეეხება აქციებს, არაა ის პერიოდი, რომ გადაჭრით ვთქვათ რამე. ბიჭები ერთად გადავწყვეტთ ყველაფერს“, - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

კულტურისა და სპორტის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენებმა მინისტრთან საუბრისას ყურადღება  იმ პრობლემატურ საკითხებზე გაამახვილეს, რომელიც ძიუდოს ფედერაციაშია.

ავტორი: თათია ცუკოშვილი