ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს

საზოგადოება 1713435023

სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ყველა სარეალიზაციო ობიექტი ვალდებულია, განახორციელოს სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პროდუქციის რეალიზაციის სისტემური აღრიცხვა და დაიცვას რეალიზაციის პირობები.სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეებმა გიორგი იაკობაშვილმა და ზურაბ ლიპარტიამ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტების კონტროლის მექანიზმები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.„აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლის მექანიზმის სრულყოფა მნიშვნელოვანია როგორც თხილის წარმოების, ასევე, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის გასაზრდელად. თხილის დაზიანებას, ფაროსანასთან ერთად, იწვევს სხვა მავნებელ-დაავადებებიც, რომელთა დამარცხება შესაძლებელია ხარისხიანი ქიმიკატებით“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ.აღსანიშნავია, რომ მეთხილე ფერმერებს პროგრამის ფარგლებში მიღებული ვაუჩერებით სარგებლობა შეუძლიათ ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, რომელთაც მინიჭებული აქვთ სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარება. გასული წლის მსგავსად, სააგენტოს ინსპექტორები სახელმწიფო კონტროლს წელსაც აღიარების მქონე ყველა სპეციალიზებულ მაღაზიაში განახორციელებენ; ლაბორატორიული კვლევისთვის დაგეგმილია 500-მდე ნიმუშის აღება.თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებისათვის გაიცემა სუბსიდია თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესაძენად; სუბსიდიის მისაღებად, პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში  უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად, არანაკლებ  0.2 ჰა, არაუმეტეს 3 ჰა.  სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით  1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით.სახელმწიფო პროგრამის მიზანია საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა თხილის ბაღების მესაკუთრეების სტიმულირების გზით.

მეწრ

საზოგადოება 1713434567

VIDEO: „2 წუთით ავცდით...” – რა ხდება ამ წუთებში სვანეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა

რამდენიმე წუთის წინ სვანეთში, ლაშენში, მეწყერი ჩამოწვა. კადრები "პალიტრავიდეოს" თვითმხილველმა მიაწოდა."მივდიოდით, ორმა მანანამ გაასწრო და შემდეგ დავინახეთ, მეწყერი მოდიოდა. სამაშველოში დავრეკეთ და ველოდებით", - ამბობს ლაშა არაბული.   

ცოტნე ანანიძე

პოლიტიკა 1713433804

აუტსაიდერი ელისაშვილი ცდილობს რაიმე თანამდებობა მიიღოს უკრაინაში - ცოტნე ანანიძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან, ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტში და დედაქალაქში გამართულ აქციებზე განვითარებულ მოვლენებს, ასევე პარლამენტარ ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ  აუტსაიდერი ელისაშვილი ნაცებთან ერთად უნისონში ცდილობს თანამდებობის მიღებას უკრაინაში, არახამიას გუნდში.„ყველამ ვნახეთ ელისაშვილის მუხანათური საქციელი პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, მომხსენებლის მიმართ. მოვისმინეთ მისი განცხადებები, რომ მიმდინარე აქციები არის მშვიდობიანი. ამ ფონზე კი, გუშინ, ხალხს მოუწოდებდა „მომაწექითო“ და ცდილობდა სამართალდამცველების კორდონის გარღვევას.აქციები ბევრი გვინახავს, მონაწილეებიც ვყოფილვართ, მათ შორის მეც, მაგრამ გუშინ რაც ვნახეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან არასახელმწიფოებრივი, დესტრუქციული ქმედებებისკენ მოწოდებები არ ემსახურებოდა მშვიდობას.აუტსაიდერ ალექსანდრე ელისაშვილს  პრაქტიკულად არანაირი შანსი არ აქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ნაცებთან ერთად უნისონში, ნაცებივით ცდილობს არჩევნების შემდეგ რაიმე თანამდებობას გამოჰკრას ხელი უკრაინაში. იცით თქვენ, იგი არაერთხელ იმყოფებოდა უკრაინაში და სამხედრო მომზადებაც გაიარა შარშან წინ. თუ შევხედავთ ანალიტიკური თვალსზრისით, ელისაშვილის არაადეკვატური განცხადებები და ქმედებები არის ლუსტრაცია მისი მცდელობისა რაიმე თანამდებობა მიიღოს არახამიას გუნდში“-აცხადებს ცოტნე ანანიძე.უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებით, საზოგადეობა ყველაფერს კარგად ხედავს და სჯერა, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს, 2024 წლის არჩევნებზე.

სალომე უშხვანი

ტაბლოიდი 1713433147

„გავრცელებულ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ...“ - სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე სალომე უშხვანი სოციალურ ქსელში პროექტში დაძაბული ვიტარების შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს.„შიში იმდენად ძლიერი გრძნობა ყოფილა რომ ადამიანს ,,აიძულებს” შეურაცხყოფების და უსამართლობის ატანას… პროექტში გამოიკვეთა ორმაგი სტანდარტებისამდი მიდრეკილების ტენდენცია. მონაწილეები, რომელთა წინააღმდეგაც გავრცელდა ანის ყიფშიძის საუბარი, ერიდებიან ბოსთან დაპირისპირებას… პაატას მიერ ძლიერ და სუსტ მონაწილეებად დაყოფილ ჰაუსში. მოთამაშეების გარკვეულ ნაწილს ურჩევნია აუთსაიდერობას თავი პრინციპების დათმობის ხარჯზე აირიდოს…ანი პირად ურთიერთობაში არავის მიმართ არ გამოხატავდა ნეგატიურ დამოკიდებულებას, თუმცა გავრცელებულ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს იმ ადამიანებს, რომლებსაც პირში უცინის…მერიემის დაკნინება უცენზურო ფრაზით, ვიქტორიას დაცინვა, დიასა და კაპანაძის ურთიერთობის განხილვა…კესოს პოზიციის და დამცველის როლის მორგებააა….. (საუბარი კოალიციურ შეთანხმებაზე)მე და სალსიმ გამოვთქვით ჩვენი უკმაყოფილება ანის უპოზიციობასთან დაკავშირებით (გასულ ოთხ სეზონში არაერთი შემთხვევა არსებობს, როდესაც მონაწილეს სწორედ ამ ნიშნით მიიჩნევდნენ პროექტის დატოვების ღირსად), თუმცა, მონაწილეებმა სიმართლის თქმას, ბოსთან ქულების დაწერა ამჯობინეს, მაინტერესებს გაამართლებდნენ, თუ არა მაგალითად ნინი გიგაურის უპოზიციობას?! რა თქმა უნდა, არაა…მაგრამ, როდესაც ანის ეხება საქმე თურმე ახლა არ აღმოჩნდა საჭირო პოზიციების დაფიქსირება, პაატას ამდენდღიანმა შრომამ შედეგი გამოიღო. ესაა ზუსტად ორმაგი სტანდარტები…ანის ,,ტიპაჟი” თურმე გამართლებაა ზრდილობის ჩარჩოს გაცდენილი გამოხატვის ფორმების, ბოსობის სტატუსი ,,გამართლებაა” უპოზიციობის)),,შიში შეიქმს სიყვარულს,”, ვნახოთ როდის დაახვედრებენ წინ სხვა მონაწილეები იმას, რაზეც ხმის ამოღებისგან თავი აუთსაიდერობის შიშის გამო არ შემიკავებია და არც შევიკავებ. ველოდები ლაიქ-დისლაიქის ცერემონიალს“, - წერს სალომე უშხვანი.

იმედი

საზოგადოება 1713432684

ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს:საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებმა კიდევ უფრო ფართო მასშტაბები და ძალადობრივი სახე მიიღო. რადიკალური ჯგუფების პირდაპირი აგრესიის ფონზე, დღითიდღე შეუძლებელი ხდება პროფესიული მოვალეობის შესრულება და საპროტესტო აქციიდან ჩვენი მაყურებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.რადიკალური ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს არის დაგეგმილი ბინძური პროვოკაცია „იმედის" წინააღმდეგ, რადგან ყველაზე რეიტინგულმა მედიამ ვერ შეძლოს და ზღვარგადასული აგრესიის ფონზე ვერ მოახერხოს პროცესების სრულფასოვანი გაშუქება.ტელეკომპანია „იმედმა“ 16 აპრილს რეაგირებისათვის მიმართა დიპლომატიურ კორპუსს და ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ასევე, ძალიან სამწუხაროა, რომ არავის აღმოაჩნდა ნება, ხმამაღლა ეთქვა - ჟურნალისტური საქმიანობის ძალადობრივად ხელის შეშლას, ევროპულ დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს!