თუ ფრანგი ექიმები დაადასტურებენ, რომ სახარჯი მასალა სხეულში აღმოჩნდა, მაშინ დადგება შესაბამისი საექიმო პასუხისმგებლობა - დავით სერგეენკო

16:06 05-01-2018
164

 

ალიან საწყენია კარგად გაკეთებული ოპერაციის შედეგი, რომ ასეთი დადგა. თუმცა, ფრანგული მხარისგან დოკუმენტური დადასტურება ჯერ არ გვაქვს,- ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

"რა თქმა უნდა, ასეთი საკითხების შესწავლა ჩვენი ვალდებულებაა. ასეთი რთული ოპერაცია, საკუთრივ ოპერაციული ნაწილი მართლაც კარგად გაკეთდა, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი არის მთავარი. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ თანამედროვე მედიცინა რთული საწარმოო, ინდუსტრიული პროცესია, როდესაც კარგ ექიმს აქვს თავისი ადგილი, მაგრამ მთლიანი მწკრივია ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად, არის პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, საოპერაციო აწოდებს ინსტრუმენტებს ან სახარჯ მასალას ქირურგს, თითოეული ნივთი არის დანომრილი და ასევე ნომრების მიხედვით იბარებს, რადგან ვიზუალურად საოპერაციო არეში შეუძლებელია გაარჩიო შესახვევი მასალა, ის მყისიერად ღებულობს ქსოვილის და სისხლის ფერს. ამ შემთხვევაშიც, თუკი ჩვენ დოკუმენტირებულად გვექნება დადასტურებული ფრანგული მხარისგან, რომ აღმოჩნდა სახარჯი მასალა სხეულში, დადგება შესაბამისი საექიმო პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან საწყენია კარგად გაკეთებული ოპერაციის შედეგი რომ ასეთი დადგა. თუმცა, ფრანგული მხარისგან დოკუმენტური დადასტურება ჯერ არ გვაქვს. როგორც კი გვექნება, მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას",- განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში კლინიკის ექიმებმა ორი თვის ბავშვს ოპერაცია ჩაუტარეს და დოლბანდის ტამპონი ჩაუტოვეს, რაც ფრანგმა მედიკოსებმა დაადასტურეს.