მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

როგორ მივიღოთ სესხი დაბალ პროცენტში

12:59 05-01-2018
173
თეგები: სესხი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, იმ კონკრეტული პირისთვის, რომლის გადამხდელუნარიანობის შესწავლა/შეფასება მოხდება, გაცილებით დაბალპროცენტიანი სესხი გაიცემა. ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.

„თუ მსესხებლის გადმხდელუნარიანობის შესწავლა მოხდება, ასეთი მსესხებელი გაცილებით დაბალპროცენტიან სესხს მიიღებს.

შესაბამისად, სარგებელი იქნება ორმხრივი - ბანკსაც აღარ ექნება ის რისკი, რომ შესაძლოა, დადეფოლტება მოხდეს და მსესხებელსაც არ ექნება რისკი, რომ შემოსავლის შეფასების გარეშე, მაღალპროცენტად მიღებულ სესხს ვერ მოემსახურება და უარყოფით სტატუსს მიიღებს საკრედიტო ბიუროში. 

ამავე დროს, იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც ასეთი ზომები მიიღეს, აჩვენებს, რომ იმ ხალხმა, რომელთა გადამხდელუნარიანობის შესწავლაც მოხდა, სესხების მიღება უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთებით შეძლეს,“-განაცხადა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ 7 მაისიდან ბანკებს კლიენტების გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემას უკრძალავს. ახალი წესით, ბანკის მიერ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული ყველა სესხის საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს. გარდა ამისა, მზადდება დამატებით რეგულაციები თვითდასაქმებულებისთვის.

ავტორი: ნინო რაზმაძე