„გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან“ - კანონის ძალაში შესვლის დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება

10:50 05-01-2018
32
თეგები: თამბაქო

დღეს, სლოგანით „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან“ თამბაქოს კონტროლის კანონის ძალაში შესვლის დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.

პრესკონფერენციაზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრებენ.

როგორც ვიცით, დღეიდან ძალაში შედის კანონი, რომლის მიხედვითაც გარკვეული ტიპის შენობა-ნაგებობებში თამბაქოს მოწევა იკრძალება. დაწესებულება ჯარიმის სახით პირველ ეტაპზე 500 ლარს, მომდევნო ეტაპზე კი - 1000 ლარს გადაიხდის. 

ავტორი: ნინო რაზმაძე