ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1714062115

ყველაზე რთული ხასიათის მქონე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ადამიანის ხასიათზე დაბადების თარიღი და მისი ზოდიაქოს ნიშანი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. ბევრ ჩვენგანს დადებითი თვისებების პარალელურად, უარყოფითი მხარეებიც აქვს. ეს ეხება ქალებსაც და მამაკაცებსაც. დღეს ვისაუბრებთ ყველაზე რთული ხასიათის მქონე მამაკაცებზე, რომლებთან ურთიერთობაც ქალებს განსაკუთრებით უჭირთ, არ აქვთ სტაბილურობის განცდა და პასუხისმგებლობების გადანაწილებასაც ვერ ახერხებენ:ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)ვერძი მამაკაცები ძალიან საინტერესო მოსაუბრე და ვნებიანი პარტნიორები არიან და ისინი ამ კუთხით საოცარ თავგადასავალს მოგიწყობენ. მაგრამ, ამავდროულად, წარმოუდგენლად რთული ადამიანები არიან. მათ ურთიერთობებში დათმობებზე წასვლა არ შეუძლიათ და "რქებით" გააქვთ ის, რაც უნდათ, რომ გააკეთონ. პლანეტა მარსი ვერძს აგრესიასა და სიჯიუტეს ანიჭებს. ეს თვისებები ბიზნესში, საქმიან ურთიერთობებში მიზნების მისაღწევად, რა თქმა უნდა, გამოადგებათ, მაგრამ პირად ცხოვრებაში ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს... ძალიან ხშირად, ვერძ მამაკაცებს განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეუძლიათ, საკმაოდ ხისტი ადამიანები არიან და ქალებს, როგორც წესი, მათ გვერდით ყოფნა ურთულდებათ. გარდა ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს გრძნობების გამოხატვა განსაკუთრებით უჭირთ. ამიტომაც, თუკი მათგან რომანტიკულ სიტყვებს, ლექსებსა და სიმღერებს ელით, დიდი ალბათობით, იმედი გაგიცრუვდებათ. ასევე, მათ ბრაზის კონტროლი ძალიან უჭირთ. გაბრაზებულ ვერძს შეუძლია ყველაზე საყვარელ ადამიანსაც კი ძალიან უხეში და უტაქტო ფორმით მიმართოს.კურო (21 აპრილი - 20 მაისი)კუროს ნიშნით დაბადებული მამაკაცები, ერთი შეხედვით, მგრძნობიარე, მორიდებული ადამიანები არიან. თუმცა, ისინი მესაკუთრე და ეჭვიანი ბუნებით ხასიათდებიან. შეიძლება, კოლეგებზე, მეგობრებზეც კი იეჭვიანონ.  მიიჩნევენ, რომ საყვარელი ადამიანი მხოლოდ მათ ეკუთვნით და თუ ვინმე ამ მოცემულობას დაარღვევს, კურო კარს აღებს და მას ცხოვრებიდან სამუდამოდ უშვებს. გარდა ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს საკუთარი შეცდომების აღიარება ძალიან უჭირთ. მაშინ, როდესაც მათთან კამათს დაიწყებთ, ისინი ამას მათი ავტორიტეტის დაკნინების მცდელობად აღიქვამენ და უხეშად მოგმართავენ. ხოლო, თუ გადაწყვეტთ, რომ თავდაჯერებულობა შეურყიოთ და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეატანინოთ, მაშინ დიდ დაპირისპირებას ვერ აცდებით.. ვრცლად

თოლიები

მსოფლიო 1714061854

თოლიების კივილის იმიტაციაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული 9 წლის ბრიტანელი გახდა

9 წლის ბრიტანელმა ბიჭმა კუპერ უოლესმა დერბიშირიდან თოლიების კივილის იმიტაციაში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ამის შესახებ BBC წერს.გამოცემის ინფორმაციით, ჩემპიონატი ტრადიციულად ბელგიაში ჩატარდა. უოლესი იუნიორთა კატეგორიაში ასპარეზობდა. კუპერი ამ ჩიტებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ერთხელ, პლაჟზე სეირნობისას მას თოლიამ უკბინა. მაშინ ბიჭმა გადაწყვიტა, რომ „ადამიანი-თოლია“ გახდებოდა, ისევე როგორ ცნობილი გმირი პიტერ პარკერი გახდა ადამიანი-ობობა, მას შემდეგ რაც მას ამ მწერმა უკბინა.კუპერმა შესაძლო 100 ქულიდან 92 მიიღო. ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, რომ ბიჭმა თოლიების კივილის რამდენიმე ვარიაცია უბადლოდ შეასრულა. ისევე როგორც ჩემპიონატის მონაწილეთა უმეტესობა, კუპერი ტურნირზე თოლიის კოსტიუმში გამოწყობილი მონაწილეობდა.თოლიების კივილის იმიტაციაში ევროპის პირველი ჩემპიონატი 5 წლის წინ ჩატარდა. ღონისძიების მიზანია ადამიანებში თოლიების აღქმის გაუმჯობესება.

სები

საზოგადოება 1714061713

საქართველოს ეროვნული ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.„გვსურს გამოვეხმაუროთ ეროვნული ბანკისა და ფინანსური სისტემის მიმართ თითქოსდა ფულის გათეთრებასა და სანქციების რეჟიმისთვის თავის შესაძლო არიდების გაზრდილ რისკებთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ სპეკულაციებს, რომელიც "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანას უკავშირდება.ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანა, რომელიც ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება.აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტების, საუკეთესო პრაქტიკისა და ეროვნული ბანკის მითითებების შესაბამისად, საქართველოს საბანკო სისტემის მხრიდან მსგავსი ტიპის ტრანზაქციები დღესაც მკაცრ შემოწმებას გადის და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ამდენად, აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს პროცესების ცვლილებას საფინანსო სისტემაში, სახსრების წარმომავლობისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება იმავე მაღალი სტანდარტებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნით, ქართულ კომერციულ ბანკებს დანერგილი აქვთ ანგარიშგების, გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტები. საფინანსო სისტემაში მოქმედებს შიდა სისტემები და კონტროლის ისეთი მექანიზმები, რაც მინიმუმამდე ამცირებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, ასევე სანქციებისთვის თავის არიდების რისკებს. სწორედ ამიტომ არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, დღემდე არ დაფიქსირებულა  სანქცირებული პირის მიერ ტრანზაქციის შესრულების არცერთი შემთხვევა.აღსანიშნავია, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შეფასების საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval) დაამტკიცა საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში. მასში ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესი და პრაქტიკა შეფასებულია, როგორც ეფექტური შედეგების მქონე.საქართველოს ეროვნული ბანკი, კანონმდებლობით გათვალისწინებული მანდატის ფარგლებში, როგორც ფულის გათეთრების აღმკვეთ კანონმდებლობასთან, ასევე სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის კუთხით, კომერციული ბანკების ადგილზე ინსპექტირებისას, მუდმივად სწავლობს  სხვადასხვა იურისდიქციასთან დაკავშირებულ საბანკო ტრანზაქციებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულია SWIFT-შეტყობინებების (ჩარიცხვა/გადარიცხვების) სკრინინგის მექანიზმების და იმპორტ-ექსპორტსა და რეექსპორტთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესწავლის გაიდლაინები, რომელთა შესაბამისადაც ოპერირებენ კომერციული ბანკები. ამასთან, საერთაშორისო გადარიცხვები ევროპისა და ამერიკის უმსხვილესი საკორესპონდენტო ბანკების მეშვეობით ხორციელდება, რაც ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები სტანდარტების სრული დაცვით, გამჭვირვალედ და არსებული რეგულაციების შესაბამისად ოპერირებენ.თავის მხრივ, კომერციული ბანკების ადგილზე ინსპექტირების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის მიზნით, სათანადოდ ხდება კლიენტების და მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესწავლა და პრევენციული ზომების გატარება.საქართველოს ეროვნული ბანკი ისევე, როგორც მთლიანად საბანკო სექტორი მომავალშიც პროაქტიულად განაგრძობს ყველა საჭირო ზომის დაცვას,  რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებისთვის აუცილებელი პირობაა.აქვე მოვუწოდებთ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ ზემოხსენებული შინაარსის სპეკულაციებისგან, რომელიც ზიანს აყენებს  ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - საბანკო-საფინანსო სისტემის რეპუტაციას,"-ნათქვამია განცხადებაში. 

შხაპის მიღება

რჩევები 1714061691

რა კავშირი აქვს აბაზანის მიღების დროსა და კვირის დღეების ხასიათს ადამიანის ბედ-იღბალთან

ასტროლოგიურად, კვირის შვიდივე დღეს საკუთარი ენერგია და თავისი ინდივიდუალური ხასიათი აქვს.ორშაბათი – შესაძლოა, სწორედ ორშაბათს გაიცნოთ ისეთი ადამიანები ან საქმიანი პარტნიორები, რომლებიც პირში გიღიმიან, ზურგს უკან კი სამარეს გითხრიან. ფრთხილად განვლეთ ეს დღე. ეცადეთ, არ გაგიტყდეთ ჭურჭელი, რადგან ეს ცუდის მანიშნებელია.სამშაბათი – თუ გართობა ან სიყვარულით ტკბობა გსურთ, ეს დღე იდეალურია. თუ ადამიანი გიყვართ, სწორედ ამ დღეს აუხსენით მას სიყვარული და თქვენ მიმართ ის გულგრილი არ დარჩება.ოთხშაბათი – თუ ამ დღეს გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა, რჩეულთან სტაბილური თანაცხოვრება გარანტირებული გექნებათ. თუ დააპირებთ, საყვარელ ადამიანს გული გადაუხსნათ, საიდუმლო გაუმხილოთ და პატიება სთხოვოთ, ესეც სწორედ ოთხშაბათს დაამთხვიეთ.ხუთშაბათი – თუ ამ დღეს რაიმე დაკარგეთ, არ ინერვიულოთ და არ ინაღვლოთ, რადგან, ეს კარგის ნიშანია, ყველაფერი ცუდი მას გაჰყვება. ხოლო, თუ ამ დღეს სიყვარულში გამოუტყდით საპირისპირო სქესს, ისიც ამავე გრძნობით გიპასუხებთ.პარასკევი – ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა ხანგრძლივ კავშირსა და რჩეულთან ერთად ბევრ ბედნიერ წუთს გპირდებათ. ამ დღეს დაოჯახება კი იღბლიანია. ნახეთ სრულად

ბიშიმბნაევ

მსოფლიო 1714061605

ვინ არის ქალი, რომელიც მკვლელობის დღეს ბიშიმბაევთან მივიდა - რა წერილი მისწერა მან ბრალდებულს

ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.ბოლო ინფორმაციით, ყოფილი ჩინოვნიკის მიერ სასტიკად მოკლული 31 წლის ქალის საქმის საგნობრივი განხილვა დასრულდა. ახლა იწყება ადვოკატთა პაექრობა.იქამდე კი გეტყვით ქალზე, რომელმაც მედიის ყურადღება მიიქცია. გულნარა ნასირბეკოვა, არის ქალი, რომელიც მკვლელობის დღეს ბიშიმბაევთან მივიდა. ქალის თქმით, მასთან ბიშიმბაევს არაფერი სერიოზული არ ულაპარაკია. ირკვევა, რომ როდესაც გულნარა წამოვიდა, მალევე ბიშიმბაევს გაუგზავნა ყვავილების ფოტო, ტექსტით: „შენი სურნელი ყვავილებისას ჰგავს“ გულნარა ნასირბეკოვა თქვა, რომ ტექსტი, სხვისთვის უნდა გაეგზავნა. ვარაუდობენ, რომ  სწორედ ამ ქალმა გაიტანა სისხლიანი პერანგი, სკოჩი და სალტანატის ფეხსაცმელი სასტუმროდან.ამ ამბავს, სალტანატის ძმაც ეხმაურება და სწორედ ის ვარაუდობს, რომ ეს ქალიც საქმის ერთ-ერთი მონაწილეა. ცნობისთვის, ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი  მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.ცნობისთვის, სასამართლო განხილვა მალე დასრულდება და განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.