გაზელის ფონდი საქართველოს წამყვან EPC-ის კონტრაქტორ კომპანია “პრაიმ ბეტონში” ინვესტიციას ახორციელებს

11:31 04-28-2018
29

დასავლეთ საქართველოში საოპერაციო არეალის გაფართოების მიზნით, “გაზელ ფაინენსი” 1,000,000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას კომპანი “პრაიმ ბეტონში” ახორციელებს. 2008 წელს დაარსებული “პრაიმ ბეტონი” საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სამშენებლო, საინჟინრო და შესყიდვების (EPC) კონტრაქტორ კომპანიას წარმოადგენს.
“მოხარული ვართ, რომ საქართველოში ჩვენი პირველი ინვესტიცია კაპიტალში სწორედ ინოვატორულ “პრაიმ ბეტონში” განვახორციელეთ”,- ამის შესახებ “გაზელ ფაინენსის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფრი ლიბერტმა განაცხადა.
მისივე თქმით, “პრაიმ ბეტონმა” დაამტკიცა, რომ ქართულ კომპანიას შესწევს უნარი, არა მარტო სრულფასოვანი კონკურენცია გაუწიოს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, არამედ გაიმარჯვოს კიდეც სტრატეგიულ-ინფრასტრუქტურულ სამშენებლო პროექტებზე გამოცხადებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ტენდერებში. როგორც მან აღნიშნა, ეს ძალზე მნიშვნელოვანია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში, განზრახული აქვს 3.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
გაზელის ფონდის ინვესტიცია “პრაიმ ბეტონის” ტექნიკური და საოპერაციო შესაძლებლობების გაზრდას მოხმარდება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კომპანიას, განახორციელოს უფრო ფართომასშტაბიანი სამშენებლო პროექტები, დაასაქმოს ადგილობრივი მაღალკვალიფიციური მუშახელი, განიცადოს ზრდა, როგორც კომპანიამ და შექმნას ხარისხი დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, კერძოდ, სამეგრელოსა და იმერეთში. ეკონომიკური განვითარების კუთხით, ეს ორი რეგიონი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ ლოკაციებს წარმოადგენს, რომლებიც შავი ზღვით აკავშირებენ აზიას ევროპასთან.
საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურული და სამშენებლო ბაზარი სულ უფრო და უფრო პერსპექტიული ხდება, განსაკუთრებით დასავლეთ რეგიონებში, სადაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინვესტიცია ხორციელდება პორტების მშენებლობის მიმართულებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ფოთის პორტების მაგალითზე. არსებული ინვესტიცია ცენტრალურ აზიასთან სარკინიგზო და საავტომობილო კავშირების გაძლიერებას ითვალისწინებს. “პრაიმ ბეტონი” კი ის კომპანიაა, რომელიც შეძლებს, წამყვანი პოზიცია დაიკავოს ამ ინფრასტრუქტურული განვითარების წინსვლის პროცესში, რასაც ხელს უწყობს მისი წარმატებული EPC ჰიდროტექნიკური, გამდინარე წყლების გაწმენდის და საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები.
“პრაიმ ბეტონს” აქვს ამბიციური მიზანი, გახდეს საქართველოში წამყვანი EPC კონტრაქტორი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს ინდუსტრიაში არსებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და სტანდარტს”,- ამის შესახებ “პრაიმ ბეტონის” აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ალექსანდრე სოკოლოვსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, გრძელვადიანი დაფინანსება იშვიათ რესურსს წარმოადგენს საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიებისთვის და სწორედ ამიტომ, “გაზელ ფაინენსთან” თანამშრომლობა შესაძლებელს გახდის ჩვენი ბიზნესის სწრაფი ტემპით ზრდას, რაც თავის მხრივ, საშუალებას მოგვცემს, ფეხი ავუწყოთ ინფრასტრუქტურულ საინვესტიციო პროექტებში არსებულ საინჟინრო და სამშენებლო მომსახურების მზარდ მოთხოვნას.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გატარებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა საქართველო უპირობო ლიდერად აქცია რეგიონში. გაზელის ფონდი თვალსაჩინო მაგალითია ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუციონალურ ინვესტორებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობისა. მას ზურგს უმაგრებს რამდენიმე წამყვანი ევროპული და ამერიკული საფინანსო ინსტიტუტი, როგორიცაა FMO ( ჰოლანდიური განვითარების ბანკი), DGGF (ჰოლანდიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი), OPIC ( ამერიკის კერძო საზღვარგარეთ ინვესტიციების კორპორაცია) და საქართველოს ერთ ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტი – საპარტნიორო ფონდი.
ცნობისთვის, “გაზელ ფაინენსი” ინვესტიციების მმართველ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ფლობს კერძო წარმომადგენლობებს ევრაზიის რეგიონში და მიზნად ისახავს ორმაგი ამოცანის შესრულებას: (i) ფინანსური უკუგების მიღებას მის მიერ მართული ფონდებიდან და (ii) სოციალური თუ სხვა კეთილდღეობის უზრუნველყოფას იმ ქვეყნებში, სადაც საინვესტიციო ფონდები ეწევიან თავიანთ საქმიანობას. “გაზელ ფაინენსის” მიერ გაზელ ფონდის დაფუძნება ემსახურებოდა ევრაზიის რეგიონში ზრდის პოტენციალისა და კაპიტალის საჭიროებების მქონე მცირე და საშუალო მეწარმეთათვის ინვესტიციებისადმი გამარტივებული წვდომის უზრუნველყოფას.
დღესდღეობით, “გაზელ ფაინენსის” ოფისები წარმოდგენილია საქართველოსა და სომხეთში. კომპანია საქმიანობის გაფართოებას რეგიონის სხვა ქვეყნებშიც (www.gazellefinance.com) გეგმავს. „გაზელ ფაინენსის“ ინვესტიციების მმართველ კომპანიად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ევრაზიის ფონდმა – არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებასა და დემოკრატიული ჩართულობის გაძლიერებას ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთში.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2008 წელს დაარსებული კომპანია “პრაიმ ბეტონი” (http://www.primeconcrete.ge/en/) წარმოადგენს კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც ჰიდროტექნიკურ და წყლის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, სხვადასხვა სამოქალაქო მშენებლობებსაც ახორციელებს.
კომპანიამ 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, 28 მილიონი აშშ დოლარის პორტფელი შექმნა, საიდანაც 25 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტები უკვე წარმატებით დაასრულა, ხოლო დარჩენილი 3 მილიონი 2017 წელს წამოწყებულ მიმდინარე პროექტებშია განთავსებული.
სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, რაც კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს, “პრაიმ ბეტონი” ფლობს ბეტონის საწარმოო ქარხანას, სადაც ბეტონისა და ასფალტის წარმოება ხორციელდება.