მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

„პროსტიტუცია არ არის ჩვეულებრივი საქმიანობა, ეს არის ქალის, მამაკაცის მხრიდან, ჩაგვრის უკიდურესი ფორმა“ - ნინო ბოლქვაძე

21:45 04-24-2018
139

„გირჩის“ ინიციატივა, საჭირო არის თუ არა ქვეყანაში მოხდეს პროსტიტუციის ლეგალიზება, ამის შესახებ იურისტმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ნინო ბოლქვაძემ ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში ვახო ხუზმიაშვილთან ერთად“ ისაუბრა.

„თქვენს გადაცემაში, ერთ-ერთი სტუმრის განმარტებით, მე ვარ „პიდარასტი“, ლესბოსელი ქალი და ამ ადამიანს გონია, რომ სხვა ადამიანის ღირსებას შეუძლია აი ასე შეეხოს. ადამიანი, რომელიც სხვის ღირსებას პატივს არ სცემს, ის საკუთარ ღირსებასაც ვერ დაიცავს. იქამდე მივედით, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და ზუსტად ეს გვანადგურებს. მთავარი შეცდომა რასაც უშვებს, პოლიტიკური პარტია „გირჩი“ ეს არის ის, რომ  კანონპროექტის ინიციატივის შესახებ არ ყოფილა ეს ინიციატივა შეთანხმებული იმ ადამიანებთან, ვისაც ეს ეხება. აფსურდია ის, რომ პროსტიტუცია არის ჩვეულებრივი საქმიანობა, თქვენ, რომ სექს სამუშაოში ჩართულ ქალებს გასაუბრებოდით ერთხელ მაინც მიხვდებოდით, რომ პროსტიტუცია არ არის ჩვეულებრივი საქმიანობა, ეს არის ქალის, მამაკაცის მხრიდან, ჩაგვრის უკიდურესი ფორმა“ - განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.



ავტორი: სესე კოპალეიშვილი