გოჩა ჯოჯუა: "არ მინდა, საქართველოს ხელისუფლებამ ზუსტად ისე დაამთავროს, როგორც ეს მოხდა სასომხეთში"

13:43 04-24-2018
86

პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა "თავისუფალი საქართველო" - კახა კუკავამ, "პატრიოტთა ალიანსი" - გოჩა თევდორაძემ და "ქრისტიან-დემოკრატები" - გოჩა ჯოჯუამ  "პრაიმტაიმის" პრესკლუბში პრესკონფერენცია, ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში მათი კანდიდატურის მოხსნასა და დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით. გოჩა ჯოჯუას განცხადებით, ეს არის ტესტი ხელისუფლებისთვის, როგორი დემოკრატიული პროცესები შეიძლება იყოს საქართველოში და როგორ შევხვდებით საპრეზიდენტო არჩევნებს​. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცდილობს პოლიტიკური სპექტრის განადგურებას. 

"პარლამენტის თავმჯდომარე ცდილობს, პოლიტიკური სპექტრი მთლიანად გაანადგუროს. მას სურს, მხოლოდ მისთვის მისაღები პოლიტიკური ოპონენტი ჰყავდეს. ეს არის ამ შემთხვევაში "ევროპული საქართველო". მათთვის საფრთხე გახდა ის, რომ ჩვენ გვყავდა ოთხი 80 ლარიანი კანდიდატი წარმოდგენილი. ჩვენ ვცადეთ, მესამე არჩევანის საშუალება მიგვეცა ვანელი და ხონელი ამომრჩევლისათვის. ჩვენ არ ვფიქრობდით, რომ მოგებას ნამდვილად შევძლებდით, მაგრამ ბრძოლას აზრი ნამდვილად ჰქონდა და შესაძლოა მეორე ტურის საშუალებაც გაჩენილიყო. აქედან გამომდინარე, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის ხელისუფლება ტესტს გაივლიდა. ეს არის ტესტი ხელისუფლებისთვის, როგორი დემოკრატიული პროცესები შეიძლება იყოს საქართველოში და როგორ შევხვდებით საპრეზიდენტო არჩევნებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ ვერ ისწავლა ჭკუა ვერც კორცხელში, ვერც საგარეჯოში და იგივეს აგრძელებს, ცდილობს რომ მაქსიმალურად შეგვზღუდოს და უკანონოდ ჩაგვიხსნეს 4 წარმომადგენელი. თუმცა, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას და სარჩელს შევიტანთ. არ მინდა, საქართველოს ხელისუფლებამ ზუსტად ისე დაამთავროს სიტუაცია, როგორც ეს ხშირად ხდებოდა საქართველოში და როგორც ეს მოხდა სასომხეთში"  - განაცხადა ჯოჯუამ

კახა კუკავას განცხადებით, 10-დან 9-ხმა, რომელსაც გიგი უგულავას დაუწერენ არჩევნებში, იქნება არა ვანელების და ხოლებისგან მიღებული, არამედ ირაკლი კობახიძისგან და იმ ლიბერალური ჯგუფის მიერ ნაჩუქარი ხმები, რომელიც ღია ალიანსში იმყოფება "ევროპულ საქართველოსთან". 

"ხელისუფლება ყველანაირად "პრესინგში" მოაქცია არასაპარლამენტო ოპოზციის კანდიდატი და ყველანაირად ხელს უწყობს "ევროპულ საქართველოს. ეს არის ღია გარიგება. ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა საპარლამენტო უმრავლესობის დროს, იგივე პროცესებს ჩვენ ვუყურებთ შუალედურ არჩევნებზე. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ გიგი უგულავას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არის ირაკლი კობახიძე და ისინი ყველანაირად ცდილობენ ხმების ძირითადი ნაწილი გადანაწილდეს ორ კანდიდატზე(გივი ჭიჭინაძე და გიგი უგულავა). სწორედ, ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცის წარმომადგენლები "ამოყარეს" საარჩევნო უბნებიდან. წარმომადგენელს ჰქონდა უფლება გაეკონტროლებინა ყოველ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე რამდენი ადამიანი მივიდოდა და რა კანონდარღვევა მოხდებოდა. აქ მნიშვნელოვანია რატომ მოხდა ჩვენი წარმომადგენლების "ამოყრა""- განაცხადა კუკავამ.