ირინა შეიკი ბარსელონაში საქორწინო კაბას არჩევს?

15:25 04-23-2018
495

ირინა შეიკი, რამდენიმე დღის წინ, ბარსელონაში, საქორწინო კაბების მოდის კვირეულზე დააფიქსირეს, რომელიც ჩვენებას ესწრებოდა.ეს იმ დროს, როცა ამერიკელი მსახიობი, ბრედლი კუპერი, ნიუ-იორკში, ტრაიბეკის კინოფესტივალზე, მისი ფილმის, "ვარსკვლავის დაბადება", პრემიერაზე იმყოფებოდა.

"Pronovias"-ს ბრენდის საქორწინო კაბების ჩვენებაზე, ირინა, "Tetuan"-ის ბრენდის, შავ კომბინიზონში, ნიშნობის ბეჭდით, რომელზეც ზურმუხტის თვალი უბრწყინავდა, პოზირებდა.

საინტერესოა, მოდელი საკუთარი ქორწილის ცერემონიისთვისაც ხომ არ არჩევს, კაბას? -  დაველოდოთ მოვლენებს.

შეგახსენებთ, რომ ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი, თითქმის 2 წელია, ერთად არიან და საერთო შვილის, 1 წლის ლეიას აღზრდით არიან დაკავებული. 

იხ. ფოტოკოლაჟი: 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე