მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

12:17 04-23-2018
938

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  23 –24 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

ჰაერის ტემპერატურა  დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 25 – 26 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა 26 აპრილს +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 23 – 25 აპრილს +18, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 26 აპრილს +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს. 23 – 24 აპრილს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.