ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ანდრია ბასილაია პროექტის - „თბილისში მდგრადი ურბანული მობილობა“ ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენას ესწრება

პოლიტიკა 1713267877

ანდრია ბასილაია პროექტის - „თბილისში მდგრადი ურბანული მობილობა“ ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენას ესწრება

თბილისის მუნიციპალიტეტი, დედაქალაქში ურბანული სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარებისთვის, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) დაფინანსებით, პროექტს - „თბილისში მდგრადი ურბანული მობილობა“ ახორციელებს.პროექტის ფარგლებში, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებას, მათ შორის, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, მგზავრობისას ქალებისა და გოგონების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, ამსტერდამში, 15-19 აპრილს საერთაშორისო გამოფენა - Intertraffic იმართება.ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეებთან ერთად ესწრება.  გამოფენის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს მოძრაობის მენეჯმენტის, საგზაო უსაფრთხოების, ადმინისტრირების, ასევე, პარკირებისა თუ სხვა სატრანსპორტო მიმართულებების გაუმჯობესების კუთხით.თბილისის მერის მოადგილემ გერმანიის მთავრობას თანამშრომლობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვა შეამცირებს გადაადგილების დროს, როგორც ავტობუსებისთვის, ისე კერძო ავტომობილებისთვის.„დედაქალაქში მოძრავი ავტომობილების რაოდენობის გათვალისწინებით, „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვა და არსებულის მოდერნიზება მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. შესაბამისად, გასული წლის მაისიდან დავიწყეთ ახალი პროექტი, წელს კი მის საბოლოო დიზაინს შევიმუშავებთ და ეტაპობრივ შესყიდვებს განვახორციელებთ. საერთაშორისო გამოფენაზე გავიზიარებთ იმ საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას, რომელიც რეფორმის წარმატებით განხორციელებაში დაგვეხმარება. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გერმანიის განვითარების ბანკს, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ცოდნის გაუმჯობესებასა და ევროპის საუკეთესო მაგალითების გადმოღებაში გვეხმარება“, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.ამსტერდამში მიმდინარე გამოფენას ანდრია ბასილაიასთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და პროექტში ჩართული სხვა წარმომადგენლებიც ესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მონაწილეობა ცოდნის ცენტრის სესიებში. ასევე, გაიმართება შეხვედრები ინდუსტრიის ლიდერებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.„თბილისში მდგრადი ურბანული მობილობა“, რომელსაც  ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ხელმძღვანელობს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (DKTI) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტს ექვსი კომპანიის კონსორციუმი, მათ შორის, „გოპა ინფრა“, (GOPA Infra GmbH), „აი ელ ეფი კონსალტინგ ინჟინრები ავსტრია“ (ILF Consulting Engineers Austria GmbH), „ავსტრიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი“ (AIT - GmbH, A+S Consult GmbH), „აი ელ ეფი კონსალტინგ ინჟინრები საქართველო“ (ILF - Consulting Engineers Georgia GmbH) და „კავკასიის საკონსულტაციო ჯგუფი“ (CCG LLC) ახორციელებს.პროექტი მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: ერთიანი „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის (ITS) პლატფორმის შექმნა, მოძრაობის მართვისა და კონტროლის ცენტრის ჩათვლით; ეკო-მობილობის (EcoMobility) პროექტების განხორციელება, რომელიც მოიცავს ავტობუსების სისტემის გაუმჯობესებას, მგზავრთა საინფორმაციო სისტემების უზრუნველყოფას, ქვეითებისა და ველოსიპედისტებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას; ტრენინგებსა და შესაძლებლობების განვითარებას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში.აღსანიშნავია, რომ „ჭკვიანი“ სატრანსპორტო (ITS) სისტემის დანერგვით, დედაქალაქში შეიქმნება ეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ურბანული გარემო.

მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა 1713267692

საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია! - სააკაშვილი

პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.„ივანიშვილმა მკვეთრად გაზარდა პოლიციის რაოდენობა, უკეთესად დაატრენინგა და ხელახლა გამოუცხადა ომი ქართველ ხალხს. ასეთ პირობებში ერთადერთი გამოსავალი საპროტესტო აქციებზე ხალხის რაოდენობის გაზრდა და მჭიდრო კოორდინაციაა. მთავარია არ დავიღალოთ და არ შეგვეშინდეს! საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია!“ - წერს სააკაშვილი.

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საზოგადოება 1713266989

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს.პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 7 მილიონ  ლარს შეადგენს.ოტო მოტორსი 2008 წლიდან ოპერირებს და ის საავტომობილო პროდუქციის იმპორტს 20-ზე მეტი ქვეყნიდან ახდენს. კომპანია ქართულ ბაზარზე 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდით არის წარმოდგენილი და სრულად ფარავს ავტომობილის მოვლა-შეკეთებისთვის საჭირო ნებისმიერ მოთხოვნას, იქნება ეს ნაწილი თუ დანადგარები, რაც ხელს უწყობს ბაზარზე არსებული სხვადასხვა სეგმენტური საჭიროების დაკმაყოფილებას.  აღნიშნული პროექტი წეროვანში, 9,000 კვ.მ მიწის ფართობზე, 8000 კვ.მ სასაწყობე სივრცის აშენებას და მოწყობას გულისხმობს, რომელიც სასაწყობო სივრცესა და სხვადასხვა პროდუქციის შოურუმს გააერთიანებს. ის ულტრათანამედროვე ინვენტარით იქნება აღჭურვილი. ამჟამად ოტო მოტორსსა და მის შვილობილ კომპანიებში 200 - ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული. 2024 წლის ბოლომდე კომპანია ამ რიცხვის გაორმაგებას გეგმავს.„ოტო მოტორსი წლებია ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს. ამ წლების განმავლობაში განვითარებული სადისტრიბუციო ქსელი კი დღეს უკვე მთელ საქართველოს ფარავს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ განვითარდეთ და ჩვენს მომხმარებლებს სიახლეები შევთავაზოთ. ჩვენი პარტნიორი საქართველოს ბანკის ხელშეწყობით, წეროვანში 9000 კვადრატულ მეტრზე სასაწყობე სივრცის აშენება უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულებას ვგეგმავთ.შენობა აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ინვენტარით და ის შშმ პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული.  პროექტის მიზანია, ცენტრალიზებული გახადოს ოტო მოტორსის საბითუმო გაყიდვები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბიზნეს ოპერაცია, რაც საშუალებას მოგვცემს, ბაზარზე ზრდის უწყვეტი ტემპი შევინარჩუნოთ. გარდა ამისა, მიმდინარე წელს არაერთ სიახლე იგეგმება, მათ შორის, რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნა. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ უახლოეს მომავალში, ოტო მოტორსი  ერთ-ერთი ცნობილი სპეც. ტექნიკის მწარმოებელი ბრენდის წარმომადგენელი გახდება საქართველოში. მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება მომხარებელთა ლოიალურობის მიმართულებითაც და ბაზარზე ახალ პროდუქტს წარვადგენთ, რომლის მიზანი  მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ავტომობილის მოვლა-შეკეთების ხარჯების დაზოგვა იქნება“, - განაცხადა თამუნა ბაქრაძემ, ოტო მოტორსის საოპერაციო დირექტორმა.“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება წლებია უცვლელი პრიორიტეტია და მიგვაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ - ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს წარმოვადგენთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, ოტო მოტორსი კიდევ უფრო მეტად ფართოვდება და ახალ სასაწყობე სივრცეს აშენებს. ეს კომპანიას ბაზარზე კონურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს. მსგავსი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით რეგიონებში,ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დამატებით სამუშაო ადგილები იქმნება. კომპანია სამომავლოდ რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნას და ახალი ბრენდების შემოყვანას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით დააქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ ბიზნესის მხარდაჭერას და გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი წეროძემ

იაგო ხვიჩია

პოლიტიკა 1713265785

ალეკო ელისაშვილი გუშინ კარგად არ მოიქცა, ტრიბუნასთან გამოსვლა არ უნდა იყოს საშიში - იაგო ხვიჩია

ალეკო ელისაშვილი გუშინ კარგად არ მოიქცა, ტრიბუნასთან გამოსვლა არ უნდა იყოს საშიში, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.„არავის აწყობს ასეთი ტიპის ქცევა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ეს ადამიანების ნაწილს გულს ფხანდეს რაღაც თვალსაზრისით. ტრიბუნასთან გამოსვლა არ უნდა იყოს საშიში. „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გვაქვს უამრავი სხვა არგუმენტი, ვიდრე მუშტამდე მივალთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავდნენ, ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1713265629

გუდიაშვილის მოედანზე დაპირებული მუზეუმის პროექტი, რა თქმა უნდა, განხორციელდება - კახა კალაძე

„რაც იყო ჩვენი დაპირება, რომ გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაციის შემდეგ  მუზეუმი გაკეთდება, ეს პროექტი, რა თქმა უნდა განხორციელდება“, -  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა მას გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაციის ფარგლებში მუზეუმის მოწყობის დაპირება შეახსენა.კახა კალაძის თქმით, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი უნიკალური ნივთები  სწორედ ამ მუზეუმში განთავსდება.„სამუშაოების მეორე ეტაპი რამდენიმე თვის წინ დასრულდა. რაც შეეხება  ჩვენს დაპირებას, რაც იყო  მუზეუმთან დაკავშირებით, ერთი კონკრეტული შენობა გვაქვს გამიზნული იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტი იქნეს განხორციელებული. როგორც კი ჩვენ ბიუჯეტში გვექნება შესაბამისი თანხები, რა თქმა უნდა, აღნიშნული პროექტი იქნება განხორციელებული. ეს იყო ჩვენი დაპირება. ასევე, მინდა გითხრათ, რომ პროექტის განხორციელების დროს ნანახია ძალიან საინტერესო ნივთები და ეს ყველაფერი განთავსებული იქნება მუზეუმში“, - განაცხადა თბილისის მერმა.ამასთან,  ჟურნალისტის კითხვაზე,  რომელიც ეხებოდა გუდიაშვილის მოედანზე არსებული შენობების ივლიანე წულაიასთვის  მიყიდვას იმავე ფასად, რაც სახელმწიფოს დაუჯდა,  კახა კალაძემ უპასუხა,  რომ  აღნიშნული შენობები აუქციონის წესით გასხვისდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ფასს არა მერია, არამედ სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო ადგენს.მისივე თქმით, სახელმწიფო არ არის ბიზნესკომპანია, რომ შენობები მოგების ინტერესიდან გამომდინარე გაყიდოს.„აუქციონზე იყო გატანილი აღნიშნული შენობები. სახელმწიფო არ არის ბიზნესკომპანია, რომ მოგება ნახოს.  ნეტა ყველა შენობა ისე გაგვაყიდინა, დახარჯული თანხები რაც არის, ის ამოვიღოთ. ამდენად, ეს საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება არის გამჭვირვალე, კანონის ფარგლებში. თქვენ  ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს გადაწყვეტილებას,  არა მხოლოდ მერობის პერიოდში, მანამდე ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ჩემი პოლიტიკაში ყოფნის დროს, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს. ბუნებაში არ არსებობს ასეთი ფაქტი. შენობა რა ფასად გაიყიდება, ამას განსაზღვრავს სამხარაულის ეროვნული ბიურო, რომელიც აკეთებს შეფასებას და იმის მიხედვით ხდება აუქციონის გამოცხადება. რაც შეეხება ბატონ წულაიას, ისიც უნდა იცოდეთ, რომ ის ფლობს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დეველოპერულ კომპანიას. ასე რომ, ის ბიზნესმენია, მას აქვს მისი საქმე, ეს ჩემთან პირად ურთიერთობაში არაფერს ნიშნავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.