როგორი ამინდებია მოსალოდნელი 22–23 აპრილს

10:08 04-22-2018
858
თეგები: ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 – 23 აპრილს შედარებით გამოიდარებს, მცირე ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 20 - 21 აპრილს +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 22 – 23 აპრილს 2 – 3 გრადუსით მოიმატებს. აღმოსავლეთ სააქართველოს ბარში კი ტემპერატურა +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

თბილისში, ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსია მოსალოდნელი.

ავტორი: ნინო რაზმაძე