ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

aqcia

საზოგადოება 1713292844

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების 6 ავტომობილია მობილიზებული - ექიმები მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს უწევენ დახმარებას

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების 6 ავტომობილია მობილიზებული.ექიმები მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს უწევენ დახმარებას"კურიერის" ინფორმაციით, კლინიკაში აქციის არცერთი მონაწილე არ გადაუყვანიათ. შეკრებილ მოქალაქეებს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ე.წ. წიწაკის სპრეის გამო დასჭირდათ. 

ასტროლოგია

ჰოროსკოპი 1713292649

ეზოთერიკოსი ზოდიაქოს მოღალატე ნიშნებს ასახელებს

არსებობს მოსაზრება, რომ ტყუპები ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე მოღალატეა, თუმცა, ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია ამ აზრს არ ემხრობა.„მოღალატეები არ არიან, თუმცა, ინტერესები სწრაფად ეცვლებათ: ვერძებს, ტყუპებს, ლომებს, მერწყულებს“, - ამბობს ის.ნახეთ, ყველაზე მოღალატე ნიშნები, რომელსაც ასტროლოგი ასახელებს ↓

სალომე და ნიკო

ტაბლოიდი 1713292573

VIDEO: ნიკო ქართველმა სალომე უშხვანს მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო

„პრაიმ ჰაუსში“ ნიკო ქართველმა სალომე უშხვანს მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო. ნიკომ სალომეს ვარდების თაიგული მიართვა და შოუს მონაწილეების თანდასწრებით უმღერა. ნახეთ ვიდეო ⇓

ზურაბიშვილი

პოლიტიკა 1713292081

სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას მორიგი პოსტით ეხმიანება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე განცხადებას ავრცელებს და მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.„რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მეორე დღე თბილისში.ხელისუფლების დაჟინება, რომ მიიღოს ეს კანონი საზოგადოების სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად არის პირდაპირი პროვოკაცია – დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია“, – წერს პრეზიდენტი X-ზე.

ენერგო პრო ჯორჯია

საზოგადოება 1713291648

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს, 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მუხათწყარო, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.ელექტროენერგიის მიწოდება, ასევე, შეუწყდებათ 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში სამხედროს, გმირის, აღმაშენებლის, გამარჯვების და მიმდებარე ქუჩებზე;11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: მაღაროსკარი, ბარისახო, თვალივი, კაწალხევი, ნეძიხი, ქალილო და მიმდებარე სოფლებში;11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ბოჭორმა, ომარაულები, ფიჭვიანი და მიმდებარე სოფლებში.სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.სხვა სიახლეები:რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალVIDEO: „ნუ მიკონტროლებ ტონს, ძალიან ცუდად დაგელაპარაკები...“ - სალომე უშხვანს და ნიკო ქართველს შორის ურთიერთობა დაიძაბა8 ნივთი სახლში, რომელიც სიცოცხლეს ისე გვისწრაფებენ, ვერც კი ვხვდებით