სანდრო ბრეგაძე სასიკვდილო შიმშილობას აანონსებს - ვიდეო

13:41 04-12-2018
384

"ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე მარშის დაკავებული წევრების გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასიკვდილო შიმშილობით იმუქრება. 

"30 აპრილს დაკავებული შვიდივე პირი გლდანის ციხეში დაიწყებენ შიმშილობას, ხოლო მათ სოლიდარობას ასევე შიმშილობის აქციით გამოუცხადებენ მთავრობის კანცელარიასთან, შსს-თან და პროკურატურასთან.  ეს იქნება სასიკვდილო აქცია, ისევე როგორც თავის დროზე გამართეს ირლანდიელმა პატრიოტებმა და რომელმაც ათი მათგანის სიცოცხლე შეიწირა"- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

ის დაკავებულ პირებს პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს, პოლიტიკურ დევნაში კი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს - ვანო ზარდიაშვილს და მამუკა მდინარაძეს ადანაშაულებს.