ევროპარლამენტის პრეზიდენტი - "ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს შემზარავი ინციდენტი ჩვენი დღის წესრიგიდან არ გაქრეს."

16:48 03-23-2018
24

ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა ჰეიდი ჰაუტალამ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა და EAFG-თან ინტერვიუში თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ეს ინციდენტი დღის წესრიგიდან არ გაქრეს.

"მწუხარებას გამოვთქვამ და თანაგრძნობას ვუცხადებ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და სრულიად ქართველ ხალხს. ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს შემზარავი ინციდენტი ჩვენი დღის წესრიგიდან არ გაქრეს. როგორც ევროპარლამენტს, ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მოვუწოდებ დროული და ეფექტური რეაგირებისაკენ“ - განაცხადა ჰეიდი ჰაუტალამ ინტერვიუში.

წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ამ დრომდე მიმდინარეობს. დაღუპულის ოჯახში უამრავი სამოქალაქო და პოლიტიკური პირი იყო ჩასული. ოჯახს დღეს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე სინოდის წევრებთან ერთად ეწვია და პანაშვიდიც გადაუხადა. 

გადაწყდა, რომ არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 

ავტორი: ნინო რაზმაძე