თელავში ავარიას 23 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

10:37 03-23-2018
23

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაიღუპა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. 23 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ 1tv წერს.

სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ორი მგზავრი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ის ინფორმაციით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: ნინო რაზმაძე