რუსეთის დუმა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას გამოეხმაურა

19:21 03-22-2018
1364

რუსეთის დუმის თანამეგობრობის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით,  რუსეთ-საქართველოს პარლამენტთშორისი ჯგუფის მუშაობას საქართველოში “შავი სიის“ შესაძლო მიღება გაართულებს.ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.

“ჩვენ მესამედ უნდა შევხვდეთ მათ, მაგრამ ეს რთულდება იმით, რომ ქართველებმა მიიღეს გადაწყვეტილება სანქცირებული სიის შესაძლოობაზე. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ გვთხოვა აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს შორის შესაძლებელი გამხდარიყო საფლავების მონახულება. ამის ნაცვლად, სანქცირებული სიის მიღება სურთ ახლა. ამიტომაც შევხედავთ რა მოხდება და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას დროსა და ვადებზე“, - აცხადებს კალაშნიკოვი.

შეგახსენებთ, რომ  21 მარტს საქართველოს პარლამენტმა ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია 106 ხმით მიიღო, რომელიც გულისხმობს საქათველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს.

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი