( Exclusive ) ,,ჩემო არჩილ, ჩემო სისხლო და ხორცო, ჩემო გმირო. სამწუხაროდ შენი სიცოცხლე შეეწირა...“ - გურამ ბაღდოშვილი

12:06 03-21-2018
7349

შეფმზარეული და ტელეწამყვანი გურამ ბაღდოშვილი წერს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშილი, რომლის ცხედარიც გუშინ მის ოჯახს 26 დღიანი ლოდინის შემდეგ გადასცეს, მისი შორეული ნათესავია.

"ხვალინდელი დღე უნდა გამოცხადდეს გლოვის დღე, ჩემო არჩილ, ჩემო სისხლო და ხორცო, ჩემო გმირო. სამწუხაროდ შენი სიცოცხლე შეეწირა“, - წერს გურამ ბაღდოშვილი " ფეისბუქის" პირად გვერდზე. 

"პრაიმტაიმი" დაუკავშირდა გურამ ბაღდოშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ პირადად ძალიან კარგად იცნობდა გარდაცვლილს და სამძიმარზე დღეს აპირებს ჩასვლას წილკანში. 

"არჩილ ტატუნაშვილი ჩემი შორეული ნათესავი არის, მამაჩემის ბიძაშვილის შვილია, მე ძალიან კარგად არ ვიცნობდი არჩილს, რამდენიმეჯერ მყავს ნანახი. ეს ის პერიოდია, როდესაც არჩილი ჯარში იყო და მე საქართველოში არ ვიყავი. არჩილის დედის მამას ვიცნობ კარგად.  ჯერ ჯერობით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. დღეს ვაპირებ სამძიმარზე ჩასვლას“, - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.

 

ავტორი: სესე კოპალეიშვილი