მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

ნესტან სინჯიკაშვილი: - „ნოდიკო მებრძოდა, უნდა დავეწიოო, მაგრამ ჩემი გავიტანე“ - EXCLUSIVE

16:35 03-20-2018
1698

 

ნოდიკო ტატიშვილმა მეორე ალბომისა და კლიპის პრეზენტაცია ერთობლივად მოაწყო კინოთეატრში „ამირანი“

„ნუ განიკითხავ“ - ასე ჰქვია სიმღერას, რომლეზეც კლიპი ნესტან სინჯიკაშვილმა პარიზში გადაიღო. ნოდიკოს კლიპში პარტნიორობას მსახიობ, გოგოლა კალანდაძის ქალიშვილი უწევს. ვიდეორგოლის მთავარი გმირი 2 წლის შემდეგ პარიზში სიყვარულის დასაბრუნებლად ჩადის. „ჰეფი ენდი“ არა, მაგრამ საინტერესო, ლამაზი, აკადემიური ნამუშევარი შემოგვთავაზა გადამღებმა ჯგუფმა.

სიმღერის მელოდია რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის, ტექსტიირინა სანიკიძეს, მუსიკალური პროდიუსინგი - ბორიკო შხიანს. სიმღერა ჩაიწერა ხმის ჩამწერ სტუდიაში  „ბრავო რექორდსი“, მიქსინგი და მასტერინგიალეკო ბერძენიშვილი, ბორიკო შხიანი.

ახალი კლიპი ნოდიკო ტატიშვილის კიდევ ერთი პროექტია, რომელიც მომღერალმაკაპიტან +“-თან ერთად განახორციელა. კლიპის დამდგმელი ოპერატორილევან ლეკიაშვილი, ხოლო პროდიუსერითაკო დოლაბერიძეა.

კინოთეატრში შეკრებილ მაყურებელს ალბომის შესახებ ზაზა შენგელიამ უამბო. ხოლო შემდეგ ნოდიკომ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის მეორე ალბომსა და ახალ კლიპზე იზრუნა.

ახალი კლიპი ორჯერ ვნახეთ დიდი ეკრანზე. მანამ სანამ დღის მთავარი გმირი ავტოგრაფიანი ალბომებით ასაჩუქრებდა მეგობრებსა და კოლეგებს, ჩვენ მისი კოლეგები, მუსიკოსები, რეჟისორები ჩავწერეთ.

ნესტან სინჯიკაშვილი:

- რატომღაც ეს სიმღერა ნოდიკოსთვის პარიზსს უკავშირდებოდა და მეც სიამოვნებით დავეთანხმე. სცენარი რომ მოვიფიქრეთ, შეყვარებული გოგონა რომ დაგვჭირდა, ნოდიკომ აღმოაჩინა, რომ გოგოლა კალანდაძის ულამაზესი ქალიშვილი სწავლობს და ცხოვრობს პარიზში. ფოტოები რომ მანახა, გავგიჟდი, სწორედ ის იყო ვინც მინდოდა.

- ფინალი სევდიანია...

- ასე მინდოდა. ნოდიკო მებრძოდა, უნდა დავეწიოო, მაგრამ ჩემი გავიტანე. მაყურებელს დავუტოვეთ საფიქრალი, შეხვდება თუ არა წყვილი კვლავ ერთმანეთს.

სოფო ნიჟარაძე:

-  რომანტიული სიმღერაზე აწყობილი მინი ფილმი ვნახეთ კლიპის სახით, დრამატული თავგადასავლით. ძალიან უხდება ნოდიკოს მსუბუქი, ლამაზი ტემბრი ამ სიმღერას. არაჩვეულებრივი სიმღერაა, რუსას ხელწერით. არაჩვეულებრივად გადაწყვიტა კლიპის დასასრულიც ნესტანმა.

მაია ბარათაშვილი:

- მე ნოდიკო ძალიან მიყვარს. ვაფასებ იმიტომ, რომ ძალიან აქტიურია. დღეს ჩვენს ქვეყანაში აქტურად ყოფნა ძალიან რთულია. ყოველთვის სიახლეს ეძებს, სულ ჩაწერის პროცესში და მოძრაობაშია. ძალიან მომეწონა რუსას სიმღერა, მელოდიურია, ლირიული. კლიპი - სენტიმენტალური, კარგი ნამუშევარი. ვულოცავ მეორე ალბომის გამოცემას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ბევრ წარმატრებას ვუსურვებ.

რუსა მორჩილაძე:

- ნოდიკო იმიტომ, რომ ძალიან მონდომებულია, საქმიანი, ნიჭიერი, ბოლომდე მიჰყავს ყველაფერი. სწორად გააკეთა ყველაფერი, ძალიან მომეწონა, არაჩვეულებრივად შეასრულა სიმღერა, ჩემმა ბორიკო შხიანმა ძალიან მაგარი არანჟირება გააკეთა, ნესტანმა ძალიან მაგარი კლიპი გადაიღო. თამამად ვიტყვი, რომ ასეთი კლიპი საქართველოში არ არის.

ეკა კახიანი:

- მინდა მივულოცო ნოდიკოს მორიგი წარმატება. ბოლო დროს ნოდიკო ძალიან გვანებივრებს ახალ-ახალი ნამუშევრებით. არაჩვეულებრივი სიმღერაა, ნოდიკო არაჩვეულებრივი მომღერალია, ძალიან ნიჭიერია, პროფესიონალი. მე მქონდა მასთან საქმიანი შეხება და ისეთი პროფესიონალიზმი გამოამჟღავნა, ვერ გაბედავს ძალიან ბევრი არტისტი, მსახიობი, მომღერალი. აღფრთოვანებული ვარ, ძალიან მიყვარს.

კახა მამულაშვილი (მამულიჩა):

- ნოდიკოს ბოლო გარბენი არ მომეწონა (იცინის). მატარებელს რომ გაეკიდა, ძალიან სწრაფი გარბენი იყო. ახლა სერიოზულად. ნოდიკო დღევანდელ შოუბიზნესში არის ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული და შრომისმოყვარე, ძალიან კარგი მომღერალი და კარგი ადამიანი. პარიზში რომ წავეყვანე უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ (იცინის)... ვულოცავ, მართლა კარგი ნამუშევარი ვნახეთ.

სოფო ბედია:

- ძალიან მომეწონა, გულიც ამიჩუყდა, როგორც ემოციურ ქალს. ვულოცავ წარმატებულ კლიპს და ბევრ წარმატებას ვუსურვებ. ცოტა გულდაწყვეტილი დავრჩი, „ჰეფი ენდი“ მინდოდა, მაგრამ ამ სიმღერას რაღაც დამაფიქრებელი სჭირდებოდა ბოლოს მაყურებლისთვის.

ანრი ჯოხაძე:

- უპრეტენზიოდ გაკეთებული კლიპია, სადა. შავ-თეთრი კადრები ვიზუალურად არ გღლის. პარიზი ძალიან ლამაზია, იქაური ნაგვის ურნებიც კი ლამაზია. უხდება სევდიანი განწყობა კლიპს. რაც მთავარია ნოდიკო მღერის ძალიან სევდიანად და საყვარლად. მეამა, მეგონა ახალ სიმღერას მღეროდა.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი