რუსთავში ავარიის დროს დაშავებულთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა

22:06 03-13-2018
16

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ხუთი ადამიანიდან ერთ-ერთი, 50 წლამდე კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა გადარჩენა ვერ შეძლეს. ინფორმაიას 1tv ავრცელებს.

ავარიისას დაშავებული დანარჩენი ოთხი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავტოსაგზაო შემთხვევარუსთავში დღის მეორე ნახევარში მოხდა. სატვირთო ავტომობილი N6 სამარშუტო მიკროავტობუსს დაეჯახა. ავარიის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა.