,,გიორგი კვირიკაშვილის წერილი რუსეთის მიმართ იყო დიდი პოლიტიკური შეცდომაა“ - ნინო გოგუაძე

21:35 03-13-2018
37

,,თავისუფალი დემოკრატების“  წევრი ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის წერილი რუსეთის მიმართ იყო დიდი პოლიტიკური შეცდომა.

,,იბერიას“ თოქშოუ ,,თავისუფალი სივრცეში“ წამყვანის კითხვაზე არასწორი ნაბიჯი იყო პრემიერის წერილი და ეს აჩვენა საგარეო საქმეტა სამინისტროდან გამოგზავნილმა პასუხმა, თქვენ როგორ უყურებთ შედეგებს, გოგუაძემ აღნიშნა, რომ ეს წერილი იყო დიდი შეცდომა.

,, ეს წერილი იყო დიდი პოლიტიკური შეცდომა. მთავარია შეცდომა აღიარონ, რომ ეს შეცდომაა და ეს მიმართულება დროზე დახურონ.  დიახ შეცდომა იყო წერილის შინაარსი, წერილის ტონი. შინაარსი, რომ იყო შეცდომებით სავსე და რომ შეიძლებოდა ისეთი რაღაცეების ამოკითხვა, რომელიც არ შედიოდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკურ ინტერესებსში. ეს დაადასტურა რუსეთის მიერ გამოგზავნილმა წერილმა, რადგან სწორედ იმაზე უპასუხა რისი ამოკითხვაც ჩვენ შევძელით პირველივე წუთს, როდესაც ეს წერილი წავიკითხეთ“



ავტორი: სესე კოპალეიშვილი