"ღრმა შოკში ვარ, არა მარტო მოსმენილით..." - ნიკა გვარამია დეკანოზს შეხვდა

17:23 03-13-2018
2799

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებულს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მატროსოვის ციხეში შეხვდა.

როგორც გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, შეხვედრა დეკანოზის სრუვილით შედგა. 

"ამ წუთში გამოვედი მატროსოვის ციხიდან. მისივე თხოვნით ადვოკატის სტატუსით შევხვდი დეკანოზ მამალაძეს. ღრმა შოკში ვარ არა მარტო მოსმენილით, ცხოვრებაში პირველად 2 საათი ვესაუბრებოდი ნამდვილ მძევალს", - წერს გვარამია. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე